GBN პირველი კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში ქართული ნაყინის ტრანსპორტირება განახორციელა
საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია GBN • ჯიბიენი პირველი კომპანიაა, რომელმაც ჩინეთში ქართული ნაყინის ტრანსპორტირება განახორციელა.
როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დამფუძნებელმა თამარ ჯიოშვილმა განაცხადა, მათ პარტნიორობა ჰქონდათ ნაყინის მწარმოებელ ქართულ ბრენდთან - „გურჯანის ნაყინთან“, რომელიც მაღალხარისხიანი და საერთაშორისო სტანდარტების პროდუქციით გამოირჩევა.
„ეს ნამდვილად იყო პირველი და ძალიან ღირებული გამოცდილება – პროდუქტს სჭირდება მუდმივად განსაზღვრული ტემპერატურა მთელ გზაზე, ასევე დოკუმენტაციის მოწესრიგება ძალიან დეტალურია. საჭირო გახდა ინდივიდუალური ლოგისტიკური გადაწყვეტილებების შემუშავება“, - განმარტავს GBN-ის დამფუძნებელი.
ნაყინის ჩინეთში გადაზიდვას მულტიმოდალური ტრანსპორტირების მეთოდის გამოყენებით, დაახლოებით 20 დღე დასჭირდა.
„პროდუქტი მთელი გზა ინახებოდა -20°C ტემპერატურაზე სპეციალურად აღჭურვილ კონტეინერებში, რაც უზრუნველყოფს მისი თვისებების შენარჩუნებას“, - აცხადებს საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიის დამფუძნებელი თამარ ჯიოშვილი.
აღსანიშნავია, რომ კომპანია GBN მალფუჭებადი პროდუქციის, მათ შორის ხილის ტრანსპორტირებაში საკმაოდ სანდო პარტნიორია. GBN ასეთი ტიპის პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვებს მაცივარ კონტეინერებით, სრული ტემპერატურული კონტროლითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტების დაცვით, ახორციელებს.
„დღეს GBN-ის პორტფელში შედის ხორცპროდუქტები, რძის ნაწარმი, ნატურალური წვენები და სხვა, რომლებიც მიემართება როგორც აზიის, ისე ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. მათ შორის – ჩინეთი, კორეა, არაბეთის გაერთიანებული საამიროები და ბალტიისპირეთი“, - აცხადებენ კომპანიაში.
საგულისხმოა, რომ GBN-ის გუნდი მალფუჭებადი პროდუქციის ლოგისტიკაში სპეციფიკურ ცოდნას ფლობს.
„ჩვენი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ვმუშაობთ როგორც სტანდარტულ, ისე ინდივიდუალურად მორგებულ გადაწყვეტილებებზე. ჩვენი გუნდი ფლობს სპეციფიკურ ცოდნას მალფუჭებადი პროდუქციის ლოგისტიკაში, რაც გვაძლევს საშუალებას ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტურები ნებისმიერ ბაზარზე. ჩვენთვის გადაზიდვა მხოლოდ ტრანსპორტირება არაა – ეს არის სერვისი და პასუხისმგებლობა“, - აცხადებს GBN-ის დამფუძნებელი.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.05.2025.23:18
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქვეყნის ავიაბაზარზე ახალი ავიაკომპანიების შემოსაყვანად ინტენსიურად მუშაობს. როგორც რადიო „სივრცის“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ლევან მოსეშვილმა განაცხადა, 15 ივნისიდან საქართველოს ავიაბაზარს ემატება ახალი ავიაკომპანია Air Serbia, ხოლო ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კი ახალი მიმართულება - ლიონი ემატება.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ახალ ავიაკომპანიებთან. British Airways-ი ეს ერთ-ერთი პრესტიჟული და ძველი ავიაკომპანიაა ევროპაში. ძალიან რთული იყო ეს პროცესი, რომ British Airways-თან მოლაპარაკებები გვეწარმოებინა, რათა საქართველოს ავიაბაზარზე შემოსულიყო. მით უმეტეს ლონდონის აეროპორტი ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული აეროპორტია. სლოტის პოვნა, რომ British Airways-ს საქართველოს მიმართულებით სლოტი ჩაესვა ძალიან რთული იყო. აქედან გამომდინარე წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები. ერთი რაც შემიძლია სასიხარულო ინფორმაცია აღვნიშნო ჩვენ სრულად ახალი მიმართულება გვემატება. 15 ივნისს ველოდებით Air Serbia-ს. საქართველოს მიმართულებით Air Serbia-ს პირველი ფრენა შესრულდება 15 ივნისს. თბილისისთვის ეს სრულად ახალი მიმართულებაა და იმედი გაქვს, რომ ამ მიმართულებიდან ახალი ტურისტული ნაკადები შემოვა. პირდაპირი ფრენები ძალიან მნიშვნელოვანია. პირდაპირი მიმოსვლა კომფორტიც არის ბიზნეს სექტორის განვითარებისთვის. ტურიზმზე ვაკეთებთ აქცენტს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ბიზნეს სექტორიც. ბიზნეს პარტნიორებთან უფრო მარტივი და მოქნილია, როდესაც არის პირდაპირი მიმოსვლა. ავიაციას ხუმრობით დროის მანქანასაც ვუწოდებთ. საჰაერო მიმოსვლა დროს გვიზოგავს ძალიან.
აღსანიშნავია ისიც, რომ 3 ივნისს ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ლიონის მიმართულებას ვხსნით. ლიონი ძალიან პოპულარული მიმართულებაა. ჩვენი საამაყო ფეხბურთელი გიორგი მიქაუტაძე თამაშობს ლიონში და გულშემატკივრებისთვის ძალიან სასიხარულოა და მის თამასებზე შეუძლიათ თამამად ჩავიდნენ. ველოდებით ახალ მიმართულებაზე დატვირთვას. პოზიტივს ვინარჩუნებთ და გაქვს იმის იმედი, რომ ყველა მიმართულება ზაფხულში იქნება ძალიან დატვირთული. ყველა კმაყოფილი იქნება. ჩვენც სერვისებს უმაღლეს დონეზე შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს და ყველა იქნება კმაყოფილი, რომ კვლავ დაგვიბრუნდნენ საქართველოში“, განაცხადა ლევან მოსეშვილმა.