გაზრდილი გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე სარეიტინგო კომპანია „S&P "-ს მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის და პერსპექტივის დადასტურება ხაზს უსვამს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას - ვახტანგ ცინცაძე
საკრედიტო-სარეიტინგო კომპანია „S&P"-მ საკრედიტო რეიტინგი „BB" დონეზე, ხოლო სტაბილური პერსპექტივა დაადასტურა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისმინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, გაზრდილი გეოპოლიტიკურიგამოწვევებისა და გლობალური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნული პერსპექტივისდადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სწორ დათანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას.
„ასევე სარეიტინგო კომპანია თავის შეფასებაში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული რეიტინგიგანპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, მთავრობის ვალის ზომიერიდონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით. ყოველივე ზემოაღნიშნულისგათვალისწინებით, „S&P "-მ ასევე გაზარდა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკურიზრდის პროგნოზი - 5.7%-დან 7.1%-მდე", - განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.
როგორც სარეიტინგო სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ რელიზშია აღნიშნული, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო აჩვენებს მაღალ ეკონომიკურ ზრდას - 2025 წლისპირველი 6 თვის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 8.3% შეადგინა. სექტორებისმიხედვით, ეკონომიკური ზრდა დივერსიფიცირებულია, მათ შორის, ეკონომიკურიაქტივობის მაღალი ზრდა ფიქსირდება ტურიზმის, ტრანსპორტის, ინფორმაციისა დაკომუნიკაციის სექტორებში.
„რა თქმა უნდა, სარეიტინგო სააგენტოს ასეთ შეფასებას და მაღალ ეკონომიკურ ზრდასგანაპირობებს, ერთი მხრივ, სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, რომელთაგანხორციელებასაც საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს, მეორე მხრივ კიმიმდინარე მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. ამ თვალსაზრისით,ასევე მნიშვნელოვანია მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ მიმართულისახელწიფო პროგრამები, რომლებიც მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას უწყობსხელს", - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.
S&P-ს რელიზში ასევე ხაზგასმულია ქვეყნის მაკროეკონომიკური მდგრადობისა დაგონივრული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შესახებ. ამასთან, სააგენტოსშეფასებით, 2025 წელს ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 2.5%-ის დონეზე იქნება, საშუალოვადიანპერიოდში სახელმწიფო ვალი 34%-ზე დასტაბილურდება, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი კი წელს 4.1%-მდე შემცირდება (2024 წლის 4.5%-დან). რელიზის თანახმად, მიმდინარეანგარიშის დეფიციტის დაფინანსება ძირითადად მოხდება სტაბილური წმინდა პირდაპირიუცხოური ინვესტიციებით, განსაკუთრებით - ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა დატურიზმის სექტორებში.
„შესაბამისად, ჩვენი მოლოდინია, რომ 2025 და შემდგომ წლებში საქართველოშიშენარჩუნდება მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც ქვეყანაში ეკონომიკური კეთილდღეობისზრდას შეუწყობს ხელს", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
სხვა სიახლეები
2026 წლის რთველის დროს, შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი - ლევან მეხუზლა
08.12.2025.18:10
„მეღვინეობის დარგის სტაბილურად განვითარებისთვის, ღვინის ხარისხზე ზრუნვა ვენახიდან უნდა დავიწყოთ. ხარისხიანი ღვინის მისაღებად, საჭიროა ყურძენი მივიდეს საჭირო სიმწიფემდე და ვაზი იყოს ნაკლებად დატვირთული. გასული წლის რთველმა გვიჩვენა, რომ ზოგიერთი მევენახე არ იცავს ამ პირობებს. იმ ფონზე, როდესაც მსოფლიო გლობალურ ბაზარზე იკლო ღვინის მოხმარებამ და ბაზარზე მაღალი კონკურენციაა, 2026 წლის რთველის დროს შემოგვაქვს ყურძნის 3 განსხვავებული ფასი“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ ღვინის ეროვნული სააგენტოს მიმდინარე წლის შეჯამებისა და სამომავლო გეგმებზე საუბრისას.
სააგენტოს თავმჯდომარის განცხადებით, 17%-ზე დაბალი შაქრიანობის ყურძენი გათანაბრდება ჰიბრიდებთან და ექნება დაბალი ფასი. თეთრი ყურძნის შემთხვევაში 17-21% და წითელი ყურძნის შემთხვევაში 17-23% შაქრიანობის ყურძნის ფასი იქნება 1 ლარზე ნაკლები. ყურძენი საღვინედ შეფასდება - თეთრი ყურძნის შემთხვევაში 21%-ზე და წითელი ყურძნის შემთხვევაში 23%-ზე მეტი შაქრიანობის/კონდიციურობის ყურძენი.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა იმ დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც ასევე მიმართულია ხარისხიანი ღვინის წარმოებისკენ.
საქართველოს მთავრობამ გასულ კვირაში განიხილა და მოიწონა „ვაზისა და ღვინის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი“, რომლის მიზანია ხარისხიანი, კონკურენტუნარიანი ყურძნისეული წარმოშობის ალკოჰოლიანი სასმელების წარმოების, ასევე, რეალიზაციისათვის აუცილებელი ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მოთხოვნათა გათვალისწინების ხელშეწყობა. ახალი რეგულაცია ითვალისწინებს მომავალი წლიდან სამეწარმეო ვენახის გაშენებაზე თანხმობას, რომელსაც სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტო გასცემს.
„ვინაიდან სახელმწიფის უწევს რთველში ჩარევა შესაბამისი ინსტრუმენტებით, მევენახემ უნდა გაითვალისწინოს სახელმწიფოს პირობებიც. ეს არის ერთადერთი გზა, რომ ვაწარმოოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი. ბოლო ათწლეულია დარგისადმი ინტერესი დიდია, იზრდება ვენახების ფართობები და ეს ხდება სპონტანურად. ერთ-ერთმა დიდმა კომპანიამ თიხნარში გააშენა ვენახი, რომელიც რამდენიმე წელიწადში გახმა; იყო შემთხვევა, როდესაც ვენახი გაშენდა ზღვის დონიდან ისეთ სიმაღლეზე, სადაც არ შეიძლება ვენახის გაშენება. დაწყებული ნიადაგით, ექსპოზიციით, მდებარეობით, ჯიშით, საძირით - ყველაფერი უნდა შეესაბამებოდეს იმ სტანდარტს, რაც საშუალებას მოგვცემს, მივიღოთ ხარისხიანი მოსავალი, რომელიც გამოყენებული იქნება საუკეთესო ღვინის დასამზადებლად. ეს ცვლილებები ეხება მხოლოდ კომერციულ ვენახებს და არ ეხება უკვე გაშენებულს და არც მათ, ვინც ვენახის გაშენებას გეგმავს პირადი მოხმარებისთვის. ახალი, კომერციული ვენახის გაშენების პირობა გაიწერება შესაბამის ნორმატიულ აქტში და რომლის გათვალისწინების შემთხვევაში არავის შეექმნება თანხმობის მიღების პრობლემა“, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.