მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7092.8
0.0025
flag
AZN 1.5911
-0.0001
flag
CNY 38.179
0.0111
flag
EUR 3.1204
-0.0019
flag
GBP 3.5503
0.0081
flag
KZT 52.19
0.0014
flag
TRY 0.0637
0
flag
USD 2.7052
-0.0004

გასული 10 წლის განმავლობაში, კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას - ირაკლი კობახიძე

news image

 

Eagle Hills-სთან გაფორმებულ ხელშეკრულებას კომერციული საიდუმლოების სტატუსი აქვს, რადგან ეს არის პარტნიორი კომპანიის წმინდა კომერციული ინტერესი, რათა მას ჰქონდეს მომავალში სივრცე, აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა;  ეს პრაქტიკა ერთი მხრივ, ეფუძნება საქართველოს კანონმდებლობას და მეორეს მხრივ - საერთაშორისო პრაქტიკას, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გასული 10 წლის განმავლობაში, კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ მხოლოდ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1554 ხელშეკრულებას, მათ შორის არის ანაკლიის ხელშეკრულება.

„სწორედ ის ადამიანები, რომლებიც თავის დროზე ითხოვდნენ ანაკლიის შესახებ ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ იმ ფაქტს, რომ არ არის გასაჯაროებული კომპანია Eagle Hills-სთან  დადებული ხელშეკრულება. 1554 ხელშეკრულება მარტო ეკონომიკის სფეროში გვაქვს, რომელსაც მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი. ასევე ჯანდაცვის სფეროში შეგვიძლია, ავიღოთ ხელშეკრულებები, კომერციული შინაარსის ხელშეკრულებები, რომლებიც გაფორმდა 2020 წელს კოვიდის დროს, ათივე ხელშეკრულება, რომელიც არის დადებული კომპანია „ფაიზერთან", „სინოფარმთან", „სინოვაკთან", არის კომერციული საიდუმლოების სტატუსის ქვეშ, რაც არის მიღებული პრაქტიკა და ამ პრაქტიკას აქვს თავისი მიზეზი, საფუძველი, მთავარი მიზეზი არის კომპანიის კომერციული ინტერესი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა განმარტა, რომ გასაიდუმლოებულია მხოლოდ ხელშეკრულების დეტალები, ხოლო ძირითადი არსი და ყველა ძირითადი პუნქტი ცნობილია.

„რაც შეეხება ხელშეკრულების ძირითად თემებს, საზოგადოებას აქვს უკვე სრული ინფორმაცია. საზოგადოებამ სრულად იცის, ვინ არიან ხელშეკრულების მხარეები. არის ორი მხარე. რამდენია სახელმწიფოს წილი ერთობლივ კომპანიაში. მიწის რომელ ნაკვეთებზე არის გათვალისწინებული პროექტის განხორციელება. რამდენია პროექტის ფარგლებში ასაშენებელი ფართების მოცულობა, რამდენია კომპანიის მიერ დაგეგმილი მოგება, რა წვლილს შეიტანს პროექტი საქართველოს ეკონომიკაში, რა თანხა შევა ბიუჯეტში პროექტის განხორციელების შედეგად, გადასახადების თუ დივიდენდის სახით. რამდენი დროებითი თუ მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება პროექტის განხორციელების შედეგად. ყველა ეს დეტალი არის საზოგადოებისთვის ცნობილი და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გავაცანით სრული ინფორმაცია საზოგადოებას", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე - ირაკლი კობახიძე Eagle Hills-ის პროექტზე

26.11.2025.13:08

განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც განაშენიანების გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება.

„რაც შეეხება უშუალოდ განაშენიანებას, რაც საინტერესო საკითხია საზოგადოებისთვის, უშუალოდ რა ტიპის დეველოპერული პროექტი განხორციელდება, როგორი იქნება სამშენებლო პროექტი. რა თქმა უნდა, შესაბამისი გეგმა, განაშენიანების გენერალური გეგმა როგორც კრწანისის, ისე გონიოს შემთხვევაში, დამტკიცდება ერთი მხრივ ეკონომიკის სამინისტროს, ხოლო მეორე მხრივ მუნიციპალიტეტების ჩართულობით, შესაბამისი საჯარო პროცედურის საფუძველზე. მას შემდეგ, რაც შემუშავდება განაშენიანების კონკრეტული გეგმები, საზოგადოება მიიღებს სრულ ინფორმაციას იმაზე, თუ რა შენდება. ამან უნდა გაიაროს საკრებულოს პროცედურები, საჯარო განხილვები და ა.შ. შესაბამისად, ის თუ რა აშენდება და როგორ აშენდება იქნება საზოგადოებისთვის სრულად ცნობილი მოგვიანებით, როდესაც უკვე ეს გეგმები შევა შესაბამის საკრებულოებში განსახილველად,"- აღნიშნა პრემიერმა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა