გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული ერთეულების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - დავით სონღულაშვილი
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ბათუმში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოსა და შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებს შეხვდა. მინისტრი ოფისში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებსაც გაეცნო.
„გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული ერთეულების გაძლიერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან აქ, სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, უკანონო ტყითსარგებლობისა და ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად, პრიორიტეტული მიმართულებაა შავი ზღვის დაცვა, შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა. შედეგის მისაღებად, უმნიშვნელოვანესია შესაბამისი კადრებით, ინფრასტრუქტურით, აღჭურვით და სამუშაო პირობებით სამსახურების უზრუნველყოფა. ყველა აღნიშნული მიმართულებით მაქსიმუმი კეთდება“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
აღინიშნა, რომ ბათუმი საქართველოს ოთხ მსხვილ ქალაქს შორის ერთ-ერთია, სადაც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები გზებზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
მინისტრთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრი დენის სალუქვაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეები ზურაბ ეზუგბაია, კახა კაკაბაძე და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
დაზიანებული მოჭრილი ყვავილები ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა - შემოსავლების სამსახური
სხვა სიახლეები
ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები -რევაზ სოხაძე
29.10.2025.14:31
„წყალმომარაგების სექტორში არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით, გრძელდება მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 2021 წლიდან დღემდე შესრულებულია 150-ზე მეტი პროექტი, რომელთა საერთო ღირებულება მილიარდ ლარს აღემატება“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ პარლამენტში, სადაც ის ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოვიდა.
მინისტრმა წყალმომარაგების კომპანიაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შეინიშნება რიგი პრობლემები. მათ შორის სამუშაოების შესრულების ვადების გადაცილება, ხარვეზები პროექტის დოკუმენტაციაში, სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე პოტენციური მომწოდებლების სიმცირე, საზედამხედველო კომპანიების დეფიციტი და კადრების ნაკლებობა. მისი თქმით, სერიოზულ გამოწვევად რჩება სისტემაში არსებული დანაკარგები და გადასახადების ამოღების დაბალი მაჩვენებელი.
„ამ ყველაფრის ფონზე, სამინისტროს გუნდს რთული ამოცანა ჰქონდა - გაეჯანსაღებინა სისტემის მუშაობა, შეეცვალა მართვის მიდგომები, დაენერგა ახალი მენეჯმენტის მექანიზმები და ხარისხის კონტროლის სტანდარტები. ეს ცვლილებები აუცილებლად აისახება შედეგებზე“, - აღნიშნა მინისტრმა.
რევაზ სოხაძის განცხადებით, ამ ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით, ქვეყნის 110-ზე მეტ ლოკაციაზე მიმდინარეობს 2,5 მილიარდი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის დასრულება 2029 წლის ბოლომდეა დაგეგმილი.
პროექტების დასრულების შემდეგ, 300 ათასზე მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს გაუმჯობესებული წყალმომარაგების სერვისით.