გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ ტყის საზღვრების კორექტირებასთან დაკავშირებით მთავრობის მიერ გამოცემული განკარგულების მიზანმიმართული დამახინჯებისა და სიცრუის ტირაჟირების მცდელობას.
უპირველეს ყოვლისა, განვმარტავთ, რომ განკარგულება გულისხმობს ტყის ინვენტარიზაციას, ანუ საუბარია ტყის სტატუსის შეწყვეტაზე ტერიტორიისთვის, რომელიც ფაქტობრივი მდგომარეობით, ტყით დაუფარავ ფართობს წარმოადგენს. ამასთანავე, ტყის აღრიცხვის სამუშაოებისას გამოვლინდა ფართობები, რომლებიც ფაქტობრივი მდგომარეობით წარმოადგენს ტყის ეკოსისტემის ნაწილს, თუმცა, სახელმწიფო ტყის საზღვრებში არ იყო შეტანილი. სწორედ აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე განხორციელდა ტყის საზღვრების კორექტირება. შედეგად, ონის მუნიციპალიტეტში ტყის სტატუსი შეუწყდა 3,7 მილიონ კვადრატულ მეტრს, მაგრამ ტყის სტატუსი ენიჭება 16 მილიონ კვადრატულ მეტრს.
მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ დეზინფორმაციის გავრცელებისგან, რაც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურიზმი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მზარდია ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, ყურისა და მეზობელი ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა - მარიამ ქვრივიშვილი
24.12.2025.16:38
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა, ელჩების კონფერენციის ფარგლებში გამართულ სესიაში „ვაჭრობა, ინვესტირება, მდგრადი განვითარება გლობალური გამოწვევების პირობებში" მიიღო მონაწილეობა, სადაც ეკონომიკის სხვა მნიშვნელოვან მიმართულებებთან ერთად, საქართველოს ტურიზმის სექტორის 2025 წლის შედეგებსა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ტურიზმის სექტორი საქართველოს ეკონომიკისთვის ერთ-ერთი მამოძრავებელი დარგია.
„უპრეცედენტოა ის შედეგები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს. რეკორდულია მიმდინარე წლის სამი კვარტლის შემოსავალი ტურიზმის სექტორიდან და 3,6 მლრდ. აშშ. დოლარს შეადგენს. საქართველოს ტურიზმი საკმაოდ დივერსიფიცირებულია და რაც უნდა თქვან, რომ მხოლოდ ერთ ქვეყანაზე ვართ დამოკიდებული, ცხადია, სტატისტიკა სხვა რამეს ამბობს - მზარდია ევროპიდან, ჩინეთიდან, ისრაელიდან, ჩვენი მეზობელი ქვეყნებიდან, ასევე ყურის ქვეყნებიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა. ამ სწორი ბალანსით ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ბევრი გამოწვევის მიუხედავად, ტურიზმის სექტორი იზრდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ყურადღება ავიამიმოსვლისა და პირდაპირი ფრენების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ მიმდინარე წელი ამ მიმართულებით ძალიან წარმატებული იყო. მისი თქმით, საქართველოში პირველად ყველაზე მეტი ავიაკომპანია შემოვიდა პირდაპირი ფრენებით, შესაბამისად, დღეს ქვეყანაში 70-ზე მეტი ავიაკომპანია ასრულებს პირდაპირ რეისებს 120 მიმართულებით, რაც მნიშვნელოვნად აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო ხელმისაწვდომობასა და ტურისტულ მიმზიდველობას.
მარიამ ქვრივიშვილმა მომავალი წლის გეგმებზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა ჩინეთისა და საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ამასთან, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ელჩებს მნიშვნელოვან პროცესებში ჩართულობისა და გაწეული ძალისხმევისთვის.
„განსაკუთრებულ აქცენტს მომავალ წელს ე.წ. „შორი მანძილის" ქვეყნებზე გავაკეთებთ. გამოვყოფდი ჩინეთს, რომელიც ჩვენი სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში ზრდადობით გამოირჩევა, იქნება ეს ვაჭრობის, ტურიზმის თუ ტვირთბრუნვის კომპონენტი. ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, რომ გაიზარდოს პირდაპირი ფრენების სიხშირეები და დაემატოს ახალი ქალაქები იმისთვის, რომ მეტი წვდომა გვქონდეს ჩინეთის ტურისტულ და სავაჭრო ბაზართან" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.