„განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“ | ეკონომიკური ფორუმის 23-ე დისკუსია გაიმართა
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის (სემეკი) თავმჯდომარემ დავითნარმანიამ ეკონომიკური ფორუმის 23-ე დისკუსია გახსნა. დისკუსიის თემა „განახლებადი ენერგიებისგანვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“ იყო.
პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი არჩილგაჩეჩილაძე და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე.
ღონისძიებას მოდერაციას უწევდა საქართველოს ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-სდამფუძნებელი და ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი.
„შედგა ძალიან საინტერესო დისკუსია, სადაც მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარებასთან დახელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები სხვადასხვა კუთხით განვიხილეთ, როგორცრეგულირების თვალსაზრისით, ასევე წარმოდგენილი იყო ბიზნესის ხედვები, საჭიროებები. გავიარეთ ტექნიკური და დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. ვფიქრობ, რომ ასეთიდისკუსიები პერიოდულად უნდა გაიმართოს, რათა შეჯერებული პოზიციით ყველა ამ პროცესებშიჩართულმა პირმა ხელი შევუწყოთ მწვანე ენერგიის განვითარებას და ეს ყველაფერი შემდგომეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ბიძგი და საფუძველი გახდეს“, - განაცხადა სემეკისთავმჯდომარემ დავით ნარმანიამ.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა საკმაოდ საინტერესო მსჯელობა ენერგეტიკისსექტორთან დაკავშირებით. სექტორი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან საინტერესო როგორცინვესტორებისთვის, ისე პოლიტიკის გადამწყვეტებისთვის, ვინც ამ დარგში ქმნის პოლიტიკას. არსებობს დიდი პოტენციალი და ამასთან ერთად არსებობს დიდი გამოწვევებიც. საჭიროა მეტი დამეტი მსჯელობა. დღეს კი ძალიან კარგი დისკუსია გამოვიდა“, - აღნიშნა საქართველოს ბანკისგენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.
„ძალიან საინტერესო დისკუსია წარიმართა. ვფიქრობ, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ენერგეტიკაზეალბათ გვაკლია. მადლობა ეკონომიკურ ფორუმს იმისათვის, რომ ამ მიმართულებას, ამ სექტორს, ენერგეტიკის პოლიტიკას, ხვალინდელ ჩვენს მომავალს იმიტომ, რომ ენერგეტიკა ხვალინდელმომავალს და ეკონომიკას დიდწილად განსაზღვრავს, დაუთმო დრო და ადგილი. სასარგებლო იყომოსაზრებების მოსმენა და მე მგონია, რომ ასეთი ტიპის დისკუსია წაადგება პირველ რიგში სექტორსზრდისთვის, განვითარებისთვის. აქ იყვნენ პოლიტიკის დამგეგმავები, მარეგულირებელი ორგანოცდა მათთან ასეთი უშუალო შეხვედრა იქნება ორმხრივად სასარგებლო ბიზნესისთვისაც და ამინსტიტუციების წარმომადგენლებისთვის“, - განმარტა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისაღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
„ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანი დისკუსია გვქონდა, რომელიცშეეხებოდა ენერგეტიკას, განახლებადი ენერგიის საკითხებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმაერთი კვირის წინ საქართველოს პარლამენტში გამოსვლისას დააანონსა ძალიან მნიშვნელოვანისაკითხი, ამბიციური გეგმა ენერგეტიკაში, რომ საქართველო 2030 წლისთვის უნდა გახდესთვითკმარი ქვეყანა ელექტროენერგიის წარმოების მიმართულებით. ცხადია ეს არის ამბიციური, მაგრამ რეალისტური გეგმა. დღევანდელ დისკუსიაზე სახელმწიფო სექტორის, კერძო სექტორის, ანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები ვმსჯელობდით სწორედ აღნიშნულ საკითხზე. ისგეგმები და ის რეფორმები, რომელიც წარმოდგენილი აქვს საქართველოს მთავრობას ენერგოსექტორის განვითარების, გაჯანსაღების, გაძლიერების მიმართულებით სრულიადრეალისტურია. ამავდროულად უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველო ასრულებსუმნიშვნელოვანეს როლს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით, როგორც ქვეყნისთვის, რეგიონისთვის, ასევე ევროკავშირისთვის. ამის დასტურია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის საშუალებითაც საქართველომ უნდა შეძლოს ელექტროენერგიის მიწოდებაევროკავშირისთვის. მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია გაგრძელდეს დიალოგი ხელისუფლებას, ბიზნესსა და აკადემიურ სექტორს შორის, ვინაიდან ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი რეფორმებისაჭიროებს შემდგომ მხარდაჭერას“, - განაცხადა ეკონომიკური ფორუმისა და Business Insider Georgia-სდამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი აბაშიშვილმა.
დისკუსიაში ეკონომიკური ფორუმის ფორმატში ერთობლივად მონაწილეობდნენ საკანონმდებლო დააღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, დისკუსიაში ჩართული იყო სექტორისცალკეული კომპანიების ხელმძღვანელები, მფლობელები და პარტნიორები, აკადემიური დაანალიტიკური სექტორის წარმომადგენლები.
„ეკონომიკური ფორუმის“ ფარგლებში მიმდინარე დისკუსიების მთავარი მიზანია სახელმწიფო, ანალიტიკური და ბიზნეს სექტორის მხრიდან გაანალიზებული იყოს საქართველოს წინაშე მდგარიაქტუალური გამოწვევები ეკონომიკური პოლიტიკის, განათლებისა და ევროინტეგრაციისმიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე დისკუსიების მთავარი საერთაშორისოპარტნიორია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ეკონომიკური ფორუმისორგანიზატორი Foundation Institute for Eastern Studies. აღნიშნული ორგანიზაციის მიერ დაფუძნებული„ეკონომიკური ფორუმი“ პოლონეთში შეხვედრების ყველაზე დიდი პლატფორმაა ეკონომიკურიგანვითარების პერსპექტივებზე, თანამედროვე გამოწვევებსა და კრიზისების დაძლევაზესასაუბროდ. ამასთანვე, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციურიიდეების სივრცეს. ავტორიტეტული საერთაშორისო გამომცემების მიერ პოლონეთის „ეკონომიკურიფორუმი“ ხშირად დასახელებულია, როგორც „პოლონური დავოსი“. მიმდინარე წელს პარტნიორობისფარგლებში ასევე იგეგმება ერთობლივი დისკუსიების ორგანიზება საქართველოსა და პოლონეთში.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
07.07.2025.19:15
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103.3 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
საერთაშორისო სავალუტო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია. ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე პერიოდშიც ბაზრის ხელსაყრელი პირობებიდან გამომდინარე, სებ-ი რეზერვების შევსებას განაგრძობს. მაგალითისთვის, მარტში 101.7 მლნ-ის, აპრილში 266.4 მლნ-ის, ხოლო მაისში 245.4 მლნ-ის წმინდა შესყიდვა განხორდიელდა, ჯამურად 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613.5 მლნ შეადგინა. წმინდა შესყიდვების ივნისის სტატისტიკა კი 25 ივლისს გამოქვეყნდება.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16.1% (754.4 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 254.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვების დივერსიფიკაციის სტრატეგიის მართებულობას უსვამს ხაზს.
საქართველოს ეროვნული ბანკი ოფიციალური საერთაშორისო რეზერვების შესახებ განახლებულ მონაცემებს 2025 წლის 6 აგვისტოს გამოაქვეყნებს.