მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7073.8
0.0003
flag
AZN 1.5985
0.0001
flag
CNY 37.878
-0.0007
flag
EUR 3.1875
0.0004
flag
GBP 3.6909
-0.005
flag
KZT 52.32
0
flag
TRY 0.0679
-0.0001
flag
USD 2.7181
0.0001

არამედ ეს არის კომერციულად ძალიან მიმზიდველი, რადგანაც ჩვენი განახლებადი ენერგია და ეს პროექტები ისეთი პროექტებია, რომელსაც ბანკები აფინანსებენ, ინვესტორები თანხებს დებენ და ჩვენი გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა“

news image

ამ დღეებში ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას, - ამის შესახებ  „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას სებ-ის პრეზიდენტმა  ნათია თურნავამ განაცხადა, სადაც მან ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან და ზოგადად ჩინურ ბანკებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. როგორც სებ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანა დაინტერესებულია, რომ ჩინური ბანკები საქართველოს ფინანსური ბაზრით დააინტერესონ. 

„ჩინეთის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან იყო დაგეგმილი შეხვედრა, ხანმოკლე მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც ასევე იმყოფებოდა შვეიცარიაში. ჩვენ ამ რამდენიმე ხნის წინ ჩინეთში გვქონდა ძალიან კარგი ვიზიტი, სადაც გაიმართა ორმხრივი შეხვედრა ჩემსა და ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შორის, ხელი მოეწერა მემორანდუმს. და ამ შეხვედრაზე მომეცა საშუალება, რომ გაგვეცვალა ინფორმაცია ამა თუ იმ მიმართულებით რა პროგრესი გაქვს, ვმუშაობთ ჩინურ ბანკებთან იმისათვს, რომ მეტად დავაინტერესოთ საქართველოს ბაზრით. ამ დღეებში დაგეგმილია და ველოდებით ჩინეთს უმსხვილესი სახელმწიფო საგადახდო სისტემის CIPS-ის პრეზიდენტის ჩამოსვლას. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებით წინსვლა. არის რაღაც მიმართულებები, სადაც მინდა უფრო მეტად დაგვეხმარონ, დავაჩქაროთ თანამშრომლობა და ამაზეც გვქონდა საუბარი. ეს რაც შეეხება შვეიცარიის ვიზიტს და ამას შემდეგ გადაება ლუქსემბურგში სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ჩვენი ჯგუფი ქვეყნების ცენტრალური ბანკების შეხვედრა და კონფერენცია, სადაც მიწვეული ვიყავი როგორც სპიკერი. იქ სხვადასხვა საჭირბოროტო საკითხზე ვსაუბრობთ ხოლმე და არამხოლოდ ამ მომენტში რა გამოწვევებიც არის, რაც დაკავშირებულია გეოპოლიტიკასთან, დაძაბულობასთან, სავაჭრო ტარიფებთან და პროცესებთან, არამედ მუდმივი პრობლემები: დიგიტალიზაციას როგორ დავხვდეთ, ხელოვნურ ინტელექტის როლი რა იქნება საფინანსო-საბანკო სისტემაში, საგადახდო სისტემები როგორ განვავითაროთ, იგივე მდგრადი დაფინანსება, რაზედაც მე ვიყავი სპიკერი. მართლაც გაქვს გასაზიარებელი. მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთვის ეს მწვანე და მდგრადი დაფინანსება ეს არ არის მხოლოდ ტრენდული მიმართულება, არამედ ეს არის კომერციულად ძალიან მიმზიდველი, რადგანაც ჩვენი განახლებადი ენერგია და ეს პროექტები ისეთი პროექტებია, რომელსაც ბანკები აფინანსებენ, ინვესტორები თანხებს დებენ და ჩვენი გამოცდილება ყველასათვის საინტერესოა“, - აღნიშნა თურნავამ.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image I კვარტალში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ეკონომიკის 42.0%-იან ზრდას აქვს ადგილი - ფინანსთა სამინისტრო

08.07.2025.19:00

წინასწარი შეფასებით, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო 9.4 პროცენტი, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში ზრდა დაფიქსირდა 9.8 პროცენტზე. პირველ კვარტალში 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით 42.0 პროცენტიან ზრდას აქვს ადგილი.
2025 წლის პირველ კვარტალში მშპ-ს რეალური ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა:

  • ინფორმაცია და კომუნიკაცია: 28.6 % (1.9 პ.პ.)
  • განათლება: 27.7% (1.7 პ.პ.)
  • უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები: 12.9% (1.1 პ.პ.)
  • ტრანსპორტი და დასაწყობება: 9.5% (0.8 პ.პ.)
  • სახელმწიფო მმართველობა: 11.0 % (0.8 პ.პ.)
  • საბითუმო და საცალო ვაჭრობა: 6.1 % (0.7 პ.პ.)
  • კლების მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა
  • შემდეგმა დარგმა:
  • სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა: -4.6% (-0.2 პ.პ.)

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა