მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7096
0.0083
flag
AZN 1.5741
0.0012
flag
CNY 39.01
-0.0076
flag
EUR 3.1581
0.0037
flag
GBP 3.6066
-0.0125
flag
KZT 53.74
0.0024
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6759
0.0018

გამოვავლინეთ 16 კომპანია, რომელთაც რამდენიმე მიმართულებით გააჩნიათ 40%-ზე მეტი მაჩვენებელი - ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ დომინანტური მდგომარეობა l ირაკლი ლექვინაძე აგროქიმიკატების  ბაზარზე

news image

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე აგროპესტიციდების ბაზარზე შესაძლო ჭარბ ფასნამატებსა და დომინანტი კომპანიების გავლენებზე საუბრობს. როგორც სააგენტოს ხელმძღვანელი გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნავს, იდენტიფიცირებულია 150-ზე მეტი შემთხვევა, სადაც ფასნამატი 100%-ს აჭარბებს, ბაზარზე დომინატური მდგომარეობის მაჩვენებელი კი  16  მოთამაშის შემთხვევაშია გამოვლენილი.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად იქნა ბაზრის შეფასება დაწყებული გასულ წელს. შემდგომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც აღინიშნა, რომ ამ ბაზარზე შესაძლოა იყოს ჭარბი ფასნამატები და პლუს ასევე ჭარბი მოხმარების პრეცედენტები. ჩვენი ბოლო სურათი ასეთია- ჩვენ შევისწავლეთ აგროქიმიკატების და აგროპესტიციდების მიმართულება და დაახლოებით გამოვლინდა ერთ შემთხვევაში 80 შემთხვევა და 75 შემთხვევა, ვგულისხმობ ქიმიკატებს და პესტიციდებს, სადაც ფასნამატი არის 100%-ზე მეტი. ეს რას ნიშნავს?  ეს 100% შეიძლება ხარჯების ანალიზის შემდეგ იყოს  ლოგიკური, ან შეიძლება იყოს საკმაოდ მაღალი და ახლა სწორედ ხარჯების ანალიზის პროცესი მიმდინარეობს და აქტიურ, ასე ვთქვათ, კომუნიკაციაში ვართ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. თუმცა საინტერესო დეტალი აქ არის შემდეგი, რომ ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 16 კომპანია, რომელთაც რამდენიმე ბაზარზე გააჩნიათ 40%-ზე მეტი მაჩვენებელი. ანუ ეს ნიშნავს, რომ მათ აქვთ დომინანტური მდგომარეობა ამ მიმართულებით და ამასთანავე გააჩნიათ მაღალი ფასნამატი“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 66 ქვებაზარი შეისწავლა. ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ბოლო 3 წლის მონაცემების ანალიზი, რათა დადგინდეს დომინანტი კომპანიების გავლენა ფასწარმოქმნისა და ბაზარზე არსებულ დისპროპორციებზე.

„ეს არის ბოლო სამი წლის ანალიზი და ბოლო სამი წლის სურათი. ჩვენ დაახლოებით ორივე შემთხვევაში, მაგალითად, ქიმიკატების ბაზარზე იდენტიფიცირება გავაკეთეთ დაახლოებით 32 ბაზარს და პესტიციდების შემთხვევაში 34 ბაზარს. ეს იმდენად ვიწრო და ისეთი მრავალმხრივი სფეროა, რომ საკმაოდ დიდი დრო დასჭირდა ამ სექტორების მთლიანობაში ანალიზს. და რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად მიმდინარეობს ეს პროცესი, იმიტომ რომ ექსპერტიზა, ცოდნა მათ მხარეს არის და უბრალოდ ჩვენ ამას ვუყურებთ კონკურენციის კუთხით. ამიტომ ეს პროცესი გრძელდება, ახლა მიმდინარეობს სარეკომენდაციო კონტექსტზე მუშაობა და ასევე იმ ხარჯების ანალიზის შემდეგ ალბათ ზუსტი სურათი გვექნება ამ დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს თუ არა არაობიექტურ ფასნამატებს.

გარდა ამისა, არის თუ არა მსგავსი შემთხვევები,, როდესაც იგივე კონსულტანტების კომერციული გავლენა დიდია, როდესაც მაგალითად ფერმერი მიდის ამა თუ იმ მაღაზიაში და მას სთავაზობენ მედიკამენტს, იქ როგორ არის კომერციული ინტერესი დაბალანსებული, რეალურად პრობლემიდან გამომდინარე ხდება პესტიციდის ან ქიმიკატის  შეთავაზება თუ მხოლოდ გაყიდვების ინტერესიდან. ამ საკითხების დამუშავება და ერთობლივი დაზუსტება მიმდინარეობს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად. ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო საბოლოო სურათი და დასკვნა იქნება ამ კუთხით. ჩვენ ჩვენი მანდატის ფარგლებში ვიმოქმედებთ, პოლიტიკის განმსაზღვრელი და გადაწყვეტილების მიმღები, რა თქმა უნდა, არის შესაბამისი უწყება“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ონლაინ ვაჭრობა, ტექნიკა და ლოჯისტიკა - ირაკლი ლექვინაძე იმ სფეროებს ასახელებს, სადაც მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა

02.03.2026.13:00

ონლაინ ვაჭრობა, ტექნიკა და ლოჯისტიკა - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძე გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას იმ სფეროებს ასახელებს, სადაც მომხმარებელთა უფლებები ყველაზე ხშირად ირღვევა. სააგენტოს მონაცემებით, საჩივრების 65%-ზე მეტი სწორედ ელექტრონულ კომერციას ეხება, ბოლო პერიოდში კი მკვეთრად იმატა პრეტენზიებმა სატრანსპორტო და მიტანის სერვისების მიმართ.

„გასული წლის ორ თვესთან შედარებით გაორმაგებულია მომართვიანობა. მიმდინარე წლის ორ თვეში ეს არის დაახლოებით 400-მდე განაცხადი. ანუ ეს რას ნიშნავს? ვინც მოგვმართა და საქმის წარმოება დავიწყეთ კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც მომხმარებლების მხრიდან იქნა პრეტენზიის სახით გამოხატული. ახლა შედეგებს რომ შევხედოთ, დაახლოებით 90%-ზე მეტი წყდება მომხმარებლის სასარგებლოდ ამ განაცხადების შემთხვევაში. ბოლო პერიოდში გვაქვს ზრდა, თუნდაც დარღვევების დადასტურების კუთხით, იმიტომ რომ ძალიან ბევრი მცირე მეწარმეა, რომელსაც, ასე ვთქვათ, სანამ გაიაზრებს, რომ პირობითი ვალდებულება შეასრულოს, ან დაეთანხმოს იმ პირობებს რასაც ჩვენ ვთავაზობთ მომხმარებლების სასარგებლოდ, გარკვეული დრო სჭირდება. თუმცა მაინც უმრავლესობა შეთანხმებით სრულდება. თუ ვერ თანხმდებიან მხოლოდ მაშინ მოდიან ჩვენთან და კარგია, რომ უმრავლეს შემთხვევებში შეთანხმებით სრულდება. დაახლოებით 65%-ზე მეტი ონლაინ ვაჭრობის შემთხვევებს ეხება ისევ. ბოლო პერიოდში და ყველაზე ისეთი პროდუქტი არის ტექნიკა და ტანსაცმელი. მაგრამ ბოლო პერიოდში გაზრდილია სატრანსპორტო და ლოჯისტიკური მიმართულებები, ეს გულისხმობს ძირითადად ჩამოტანის დროს ამა თუ იმ კომპანიების მიმართ პრეტენზიებს და ასევე მიტანის სერვისის დროს გამოხატულ სხვადასხვა პრეტენზიებს“, - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა