Galt & Taggart-ის წინასწარი შეფასებით, მარტში საქართველოს ეკონომიკა 6%-ზე მეტით გაიზარდა
თითქმის ორი თვის შემდეგ, რაც ირანთან დაკავშირებული ესკალაცია დაიწყო, საქართველოს ეკონომიკაზე მისი გავლენა თავდაპირველ მოლოდინებთან შედარებით უფრო მსუბუქი აღმოჩნდა - აღნიშნულის შესახებ Galt & Taggart-ი განახლებულ პუბლიკაციაში ,,ირანის ესკალაცია: 50 დღის შემდეგ - საქართველოს მდგრადობის შეფასება” წერს.
,,მიუხედავად იმისა, რომ ირანთან ესკალაცია ერთ თვეზე მეტხანს გაგრძელდა, მონაცემები ეკონომიკის მოსალოდნელზე უკეთეს შედეგებს აჩვენებს. 2026 წლის მარტში საქონლის ექსპორტი და ფულადი გზავნილები წლიურად კვლავ გაიზარდა; საგადასახადო შემოსავლები და დღგ-ის ბრუნვა, რომელიც ეკონომიკური აქტივობის რეალურ დროში ინდიკატორია ძლიერი დარჩა, ხოლო ლარი მარტის შუა პერიოდიდან კვლავ გამყარების ტენდენციას დაუბრუნდა. ამ ინდიკატორებზე დაყრდნობით, ვაფასებთ, რომ მარტში ეკონომიკური ზრდა წლიურად 6.0%-ზე მეტი იყო. იანვარ-თებერვალში დაფიქსირებულ 8.4%-იან ზრდასთან ერთად, ეს ნიშნავს, რომ პირველი კვარტალი ძლიერი გამოვიდა. შესაბამისად, ვტოვებთ 2026 წლის სრული წლის ზრდის პროგნოზს 6.0%-ზე, რადგან ახლო აღმოსავლეთის ესკალაციას ჯერჯერობით შეზღუდული გავლენა აქვს ფართო ეკონომიკურ აქტივობაზე”, - წერს Galt & Taggart-ი.
დღის ტოპ 10 სიახლე
გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
სხვა სიახლეები
კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას - პრემიერი
23.04.2026.12:21
კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები, აქტიურად ვმუშაობთ, რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება.
ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება. აქტიურად ვმუშაობთ, კონკრეტული ჰესების მიმართულებით ვართ ძალიან წინ წაწეულები. რა იქნება დაფინანსების წყარო, სად იქნება ჩადებული ინვესტორების რესურსები, როდესაც ჩვენ შევკრავთ კონკრეტულ პროექტებს, ყველაფერს გავუზიარებთ საზოგადოებას“, - განაცხადა პრემიერმა.