Galt & Taggart 2026 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7.5%-მდე შემცირებას პროგნოზირებს.
Galt & Taggart 2026 წელს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 7.5%-მდე შემცირებას პროგნოზირებს. ამის შესახებ პუბლიკაციაში „2026 წლის ეკონომიკური მოლოდინები“ არის აღნიშნული.
ორწლიანი დაბალი ინფლაციის პერიოდის შემდეგ, ფასებზე ზეწოლა 2025 წლის მარტიდან დაიწყო და წლიურმა ინფლაციამ 4.8%-ს მიაღწია ნოემბერში, რაც ძირითადად სურსათისა და ჯანდაცვის ხარჯების ზრდით იყო განპირობებული. ჩვენი პროგნოზით, ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელების პროცესი 2026 წლის მარტიდან დაიწყება, რასაც მეტწილად ზემოთ აღნიშნულ კატეგორიებში ფასების ზრდის ტემპის შენელება განაპირობებს საბაზო ეფექტის გავლენით (მიმდინარედ, გლობალურად სურსათის ფასები ზედიზედ მე-2 თვეა წლიურად კლებულებს, რაც მოსალოდნელია, რომ ადგილობრივ ბაზარზეც აისახება). ჩვენი საბაზისო პროგნოზით, 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 3.0%- მდე შენელდება 2025 წლის მოსალოდნელი 3.9%-ის შემდეგ, რაც შესაძლებელს გახდის სებ-მა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შეამციროს 2026 წლის განმავლობაში“, - აღნიშნავენ Galt & Taggart-ში.
სხვა სიახლეები
2025 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები $4.6 მილიარდს მიაღწევს, ხოლო 2026 წელს - $4.9 მილიარდს - Galt & Taggart
16.12.2025.16:47
ჩვენი შეფასებით, 2025 წლის ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 3.7%-ით გაიზარდა და 305 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაშია აღნიშნული. Galt & Taggart-ის ცნობით, ჯამურად, 2025 წლის იანვარ-ნოემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.4 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (+4.9% წ/წ).
„ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2025 წელს და 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზრდება 2026 წელს“, - აცხადებენ Galt & Taggart-ში.