გაეროს კონფერენცია, რომელშიც პრემიერ-მინისტრი მონაწილეობს, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად თურქმენეთში იმყოფება, სადაც მონაწილეობა მიიღო გაეროს კონფერენციაში. მინისტრის შეფასებით, საქართველოს პრემიერის ვიზიტი და აღნიშნული ღონისძიება კიდევ ერთი ახალი, მნიშვნელოვანი პლატფორმა იქნება ქვეყნებს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერების კუთხით.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მნიშვნელოვანი გამოსვლა, სადაც ისაუბრა საქართველოს როლზე, მათ შორის, შუა დერეფანში და იმ უმნიშვნელოვანეს, უმსხვილეს პროექტებზე, რომლებიც ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობის ზრდას სტრატეგიულად მნიშვნელოვან ქვეყნებთან და აძლიერებს საქართველოს პოზიციონირებას შუა დერეფანში. მათ შორის, ნახსენები იყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზების მშენებლობა, ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი, ასევე სხვა უმნიშვნელოვანესი პროექტები“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეგობარი ქვეყნების ლიდერებთან ერთად იმსჯელა ახალ გზამკვლევზე, რომელიც ორ ქვეყანას და ქვეყნებს დააკავშირებს სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
06.08.2025.13:00
იტალიაში ექსპორტი 108%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იტალიაში 40 610.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 549.9 ათასი დოლარის. შესაბამისად საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 107,7%-ითაა გაზრდილი.
როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:
რაც შეეხება იტალიაში იმპორტს, აქ ზრდა 3,2%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან 207 588.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 201 093.7 ათასი დოლარის. იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს: