მთავარიბიზნესიეკონომიკატურიზმი
ფინანსებიჯანდაცვასპორტიყველა სიახლე
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნესმრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრებაპერსონალური ფინანსები
პოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიშაინენერჯი
flag
AMD 7028.9
-0.001
flag
AZN 1.6168
-0.0002
flag
CNY 37.722
-0.0002
flag
EUR 3.13
-0.0054
flag
GBP 3.6592
0.0003
flag
KZT 53.18
0.0019
flag
TRY 0.0717
-0.0001
flag
USD 2.7492
-0.0004

გადასახადები დაგეგმილზე გადაჭარბებით შესრულდა და ყველა გამოთქმული ვარაუდი საბიუჯეტო პრობლემების შესახებ არის მოსახლეობის შეგნებულად მოტყუების მცდელობა - გიორგი კაკაურიძე

news image

ფინანსთა სამინისტრო 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით გავრცელებულ დეზინფორმაციას კიდევ ერთხელ ეხმიანება.

მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, საბიუჯეტო პრობლემებზე გამოთქმული ყველა ვარაუდი მოსახლეობის მოტყუებას ემსახურება. 

„თავიდან იყო საუბარი, რომ თითქოს დღგ ვერ სრულდებოდა, თუმცა ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში დღგ შესრულდა. ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით, რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში. 

შემდგომ გარკვეული აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია! მსგავსი რამ ვერ შეიძლება მოხდეს და ვერ მოხდება.

რაც სხვა გადასახადებზე შეიძლება ითქვას, ეს არის ხელფასთან ერთად კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს. რომელიც თავდაპირველად „სხვა გადასახადებში“ ხვდება და ეს უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადში და ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის. ამიტომ, არ მგონია, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა რამე სხვას ემსახურებოდეს. 

რაც შეეხება ზოგადად გადასახადებში რა დანაკლისი გვაქვს, რეალურად ერთადერთი არის აქციზი. რა თქმა უნდა, ამასაც თავისი ახსნა აქვს, ვინაიდან თამბაქოსთან დაკავშირებით, წელს ძალაში შევიდა რეგულაციები. შესაბამისად, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს შემოტანა იმპორტზე, რაც გასულ წლებში პირველ კვარტალში ხდებოდა-ხოლმე. ამასთან ერთად, გარკვეულწილად მარაგები იყო კომპანიების მხრიდან. ასე, რომ ეს დანაკლისი, რაც აქციზში გვაქვს, უკვე მომდევნო თვეებსა და კვარტლებში იქნება სრულად იქნება აღმოფხვრილი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას დღეის მდგომარეობით არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებითაა შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ წარმოაჩინონ, თითქოს, ბიუჯეტში რაიმე პრობლემატურია, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება“, - განაცხადა კაკაურიძემ.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











მოსაზრება

quote

ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა

საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.

author სოსო ფხაკაძე

სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ კორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება - სემეკი

24.04.2025

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საჯარო სხდომაზე შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“, საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში, ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები დააკორექტირა.
დაკორექტირებული ტარიფები ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარების ტარიფებზე არ აისახება. შესაბამისად, ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის.
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, შპს „ენგურჰესისთვის“ წარმოების ელექტროენერგიის ტარიფი, 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 4.021 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 2.412 თეთრი/კვტსთ-ით.
შპს „ვარდნილჰესების კასკადისთვის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი 2025 წლის 1-ლი მაისიდან ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებამდე განისაზღვრა 5.111 თეთრი/კვტსთ-ით, ხოლო ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედებიდან 2027 წლის 1-ლ იანვრამდე - 3.067 თეთრი/კვტსთ-ით.
ტარიფების კორექტირების საფუძველს წარმოადგენს „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებები, რომელიც გულისხმობს შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშებას, ამავე სადგურების მიერ წარმოებული და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიწოდებული ელექტროენერგიის ოდენობის გარეშე.
შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების კორექტირების მიზნით, სემეკში საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 13 მარტს დაიწყო და შესაბამისი ინფორმაცია განთავსდა სემეკის ვებგვერდზე. წარმოების ფარგლებში, დაინტერესებული პირების მიერ მოსაზრებები წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა