გადახდის ვადები არის ერთი თვიდან 45 დღემდე. ეს განსაკუთრებით მტკივნეულია პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებისთვის, რომლებიც მაქსიმუმ 2 დღეში იყიდება, თანხას კი, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ - ალექსანდრე რატიშვილი
სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის სხდომაზე პურ-ფუნთუშეულისა და საკონდიტრო საწარმოს დამფუძნებელმა, ალექსანდრე რატიშვილმა ქსელურ მარკეტებთან არსებულ კომერციულ პირობებზე ისაუბრა.
რატიშვილის განცხადებით, განსაკუთრებულად მტკივნეული მწარმოებლებისთვის გადახდის ვადებია, რომელიც ერთი თვიდან 45 დღემდე პერიოდს შეადგენს.
„გადახდის ვადები ეს არის 1 თვიდან 45 დღემდე. განსაკუთრებით მტკივნეულია ეს პურ-ფუნთუშეულის, რძის პროდუქტებზე, ანუ პროდუქტები, რომლებიც იყიდება მაქსიმუმ 2 დღეში, ნარჩენს უპირობოდ ვიბრუნებთ და დარჩენილ თანხას, რომელიც მათთან უკვე შესულია, გვიხდიან 45 დღის შემდეგ. უზარმაზარი პრობლემაა, პირდაპირი „ქეშის“ წაღებაა კომპანიიდან, რომლის შესავსებადაც, სამუშაო კაპიტალის, ჩვენ მივდივართ ბანკში. მათ კი ჩვენს ხარჯზე უფასო არასაბანკო წყაროდან ყოველგვარი პროცენტისა და დანამატის გარეშე გარანტირებული თანხა აქვთ საბრუნავად“, - განაცხადა ალექსანდრე რატიშვილმა.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
19.02.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1566 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6769 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6769 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6778 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0009 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1566 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1692 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0126 ლარი შეადგინა.