ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან გზავნილების მატებამ განაპირობა - სებ
2025 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა და 291.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის მიერ დღეს გამოქვეყნებული სტატისტიკით, ირკვევა რომ ფულადი გზავნილების ზრდა მეტწილად აშშ-დან და ევროკავშირიდან ფულადი გზავნილების მატებამ განაპირობა. კერძოდ, ევროკავშირის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12.3%-ით აღემატება 2024 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელს. გზავნილების მაქსიმალური წილი კვლავ ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის და 45.1%-ს შეადგენს. ევროკავშირის ქვეყნებიდან კვლავ აღსანიშნავია იტალიის, გერმანიის და საბერძნეთის მაღალი წილი მთლიან ფულად გზავნილებში.
ამასთანავე, ზრდის ტენდენცია გრძელდება აშშ-დან გადმორიცხვების ნაწილშიც. კერძოდ, მარტში აშშ-დან გზავნილები წლიურად 21.7%-ით გაიზრდა და 55 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება რუსეთიდან ფულად გზავნილებს, კლების ტენდენცია გრძელდება. წლიურად 29.1%-ით შემცირდა და 37.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
ცნობისთვის, 2025 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 32.1 მლნ აშშ დოლარი (89.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა.
სხვა სიახლეები
დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემების პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტრისთან - ნიკოლოზ ბენიაიძე
21.08.2026.19:49
საქართველოში მარცვლეულის მოსავლის აღების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია. „მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის, ნიკოლოზ ბენიაიძისგანცხადებით, ფერმერების უმრავლესობამ მოსავლის აღების სამუშაოები უკვე დაასრულა დამარცვლეული დაბინავებულია.
„ამ პერიოდისთვის მოსავლის აღება, ფაქტობრივად, დასრულებულია. რამდენიმე ფერმერს შეიძლება დარჩენილი ჰქონდეს მცირე ფართობები, თუმცა მათი რაოდენობა მინიმალურია. უნდა ითქვას, რომ მოსავალი უკვე დაბინავებულია - როგორც ქერი, ისე ხორბალი“, -აღნიშნა ნიკოლოზ ბენიაიძემ.
მოსავლის აღების პროცესის დასრულების პარალელურად, მარცვლეულის სექტორისწარმომადგენლები მინისტრთან არსებულ დარგობრივ საბჭოში სექტორში არსებულგამოწვევებზე მსჯელობენ. ნიკოლოზ ბენიაიძის განცხადებით, აღნიშნული ფორმატიმნიშვნელოვანია სექტორის წარმომადგენლებსა და სამინისტროს შორის პირდაპირიკომუნიკაციისთვის.
„დარგობრივი საბჭო ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ ფორმატში ხდება სექტორის პრობლემებზე პირდაპირი კომუნიკაცია სამინისტროსთან. განსაკუთრებით ყურადღება ექცევა პირველად წარმოებას და ფერმერულ მეურნეობებს. ახლა საჭიროა ისეთიგადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც ერთდროულად დაიცავს ადგილობრივ წარმოებას, არ დააზარალებს მომხმარებელს და საშუალებას მისცემს ფერმერს, გააგრძელოსსაქმიანობა“, - განაცხადა ნიკოლოზ ბენიაიძემ.