ფრანგული კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით - თამარ იოსელიანი
ფრანგული კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, - ამის შესახებ გადაცემა „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თამარ იოსელიანმა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. როგორც თამარ იოსელიანმა განმარტა, ამ მიმართულებით თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრთან. ჩვენ სამუშაო შეხვედრა გავმართეთ, ვისაუბრეთ როგორც სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე, ასევე ვისაუბრეთ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სექტორში არსებულ პროექტებთან დაკავშირებით და ხაზი გაესვა იმას, რომ ფრანგული კომპანიები დაინტერესებულები არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით და შესაბამისად ამ კუთხით ჩვენ შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ ურთიერთობებს“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი თამარ იოსელიანთან ერთად საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრს, ფილიპ ტაბაროს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებზე.
შეხვედრა ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის და დაკავშირებადობის საინვესტიციო ფორუმისა და ევროკავშირის, ცენტრალური აზიის, სამხრეთ კავკასიის და შავი ზღვის რეგიონის ქვეყნების ტრანსპორტის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა, რომელიც უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში მიმდინარეობს.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ მსხვილ სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განვითარების შედეგად საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტები, მათ შორის, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უფრო მეტად კონკურენტული გახდება, რაც ხელს შეუწყობს დაკავშირებადობის ზრდას აზიასა და ევროპას შორის.
ასეთ პრიორიტეტულ პროექტებს შორის დასახელდა რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განახლების პროექტი, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალი, თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი და სხვა.
საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავებას რკინიგზის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებით.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებში ფრანგული კომპანიების ინვესტიციებზე და მათი ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვეს.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ შემდგომ თანამშრომლობას ორ ქვეყანას შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, აგრეთვე რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების განვითარების მიმართულებით.
სხვა სიახლეები
ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა - ეს არის ჩვენისაზრუნავი | მარიამ ქვრივიშვილი
14.03.2026.17:23
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტი არის ახალი სიტყვა საქართველოსმშენებლობისა და არქიტექტურის ისტორიაში, რადგანაც პროექტის დასრულებისშემდეგ მივიღებთ 84 ჰექტარზე განთავსებულ ორ ხელოვნურ ნახევარკუნძულს დაერთ ხელოვნურ კუნძულს, რომლის ნახევარიც რეკრეაციული ზონა იქნება, - ამისშესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმაბათუმის ხელოვნურ კუნძულზე პირველი ცათამბჯენის საძირკველში სიმბოლურიკაფსულის ჩადების საზეიმო ცერემონიაზე განაცხადა. პირველი ცათამბჯენისინვესტიცია 200 მლნ აშშ დოლარი იქნება.
„დღეს გვაქვს პატივი, საფუძველი ჩავუყაროთ პირველ ცათამბჯენს ბათუმისხელოვნურ კუნძულზე, რომელიც ახალი ბათუმის ერთ-ერთი სიმბოლო გახდება. ტრადიციულად შეგვიძლია ძალიან ბევრი ვისაუბროთ იმ სიკეთეებზე, თუ რა მოაქვს200 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელებას ჩვენი ქვეყნისთვის და აჭარისრეგიონისთვის. შეიქმნება ასობით ახალი სამუშაო ადგილი, ასევე უნიკალურიარქიტექტურა და ახალი მიზიდულობის ცენტრი. თუმცა, ყოველივე ეს ჩვენმასაზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რადგან კომპანია, თავის მხრივ, ხშირადსაუბრობს ამ პროექტის ღირებულებებზე, ისევე როგორც სიკეთეებზე", - აღნიშნამარიამ ქვრივიშვილმა.
„ქვეყნის მიმზიდველობა განაპირობებს მსგავს პროექტებს, მსგავსი პროექტებისგანვითარება კი ზრდის ქვეყნის მიმზიდველობას. სწორედ ესაა თანამშრომლობისფორმულა, რომელიც მშვიდობის პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, როცა ყველამოგებულია და შეთანხმება ყველასთვის ხელსაყრელია. სწორედ ეს არის ჩვენიხელისუფლების ხედვა. ჩვენი მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობა, ახალისამუშაო ადგილები, მდგრადი დასაქმების შესაძლებლობა, - ეს არის ჩვენისაზრუნავი, რომელიც ყოველთვის გვახსოვს და რაც არის ჩვენი მთავრობის მთავარიგანმსაზღვრელი: ზრუნვა ჩვენს ხალხზე, ზრუნვა ჩვენს მოქალაქეებზე და ზრუნვაჩვენს ხვალინდელ დღეზე ", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
კომპანია „ამბასადორი აილენდ ბათუმის" პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე, რომლის 49% რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, ასევე იგეგმება პირველისაერთაშორისო სტანდარტის იახტკლუბის, საგანმანათლებლო დაწესებულებების,სავაჭრო ცენტრების, სასტუმროებისა და საცხოვრებელი აპარტამენტებისმშენებლობა.