მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7034.6
-0.0064
flag
AZN 1.589
-0.0004
flag
CNY 37.587
-0.0077
flag
EUR 3.1184
-0.007
flag
GBP 3.5906
0.0001
flag
KZT 50.21
0.0017
flag
TRY 0.0664
0
flag
USD 2.7013
-0.0016

ფოთი-თბილისი-ფოთის ბლოკ მატარებელი გაზრდის სარკინიგზო სექტორის როლს ქვეყნის შიდა სატრანსპორტო სტრუქტურაში, ასევე საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას - გურამ გურამიშვილი

news image

ფოთი-თბილისი-ფოთის მიმართულებით კვირაში ოთხჯერ რეგულარული საკონტეინერო ბლოკ მატარებლები იმოძრავებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი იმ ეკონომიკურ სარგებელზე საუბრობს, რომელსაც ბლოკ მატარებლების მიმოსვლა მოიტანს.

მისი განმარტებით, ეს იქნება ახალი შესაძლებლობები ადგილობრივი გადამზიდავი კომპანიების, ტერმინალების, ასევე საკონტეინერო მომსახურების სეგმენტისთვის, იზრდება კონკურენცია და მომსახურების ხარისხი შიდა ბაზარზე.

„ბლოკ მატარებლების მიმოსვლა ქვეყნის შიდა სატრანსპორტო ბაზრისთვის მნიშვნელოვან ეფექტს ქმნის კიდევ რამდენიმე მიმართულებით: გაიზრდება ფოთის პორტის ლოგისტიკური ეფექტურობა - რაც გულისხმობს დამატებითი ოპერაციების გარეშე კონტეინერის მიწოდებას. შესაბამისად, შემცირდება სატვირთო გადაზიდვების დრო ფოთის პორტიდან თბილისის ლოგისტიკურ ცენტრებამდე და პირიქით, რაც თავის მხრივ ზრდის დროზე მიტანას და საექსპორტო/საიმპორტო ტვირთის ეფექტურ მოძრაობას ქვეყნის შიგნით. ასევე მნიშვნელოვანია სარკინიგზო გადაზიდვების წახალისება - უფრო სწრაფი და პროგნოზირებადი ბლოკ მატარებელი კონკურენტუნარიანს ხდის რკინიგზას ავტოტრანსპორტთან შედარებით. შედეგად, იკლებს ტრანსპორტირების ღირებულება და იზრდება რკინიგზის წილი შიდა ტვირთბრუნვაში“, - აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.

საქართველოს რკინიგზის მიერ განსაზღვრული გრაფიკის თანახმად, ბლოკ მატარებლები წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით იმოძრავებენ - მატარებელი ფოთიდან 21:30 საათზე დაიძვრება და თბილისში 09:47-ზე ჩამოვა. კონტეინერებით ბლოკ მატარებელის შევსების მიუხედავად, ტვირთმფლობელს წინასწარ ეცოდინება კონტეინერის გამოგზავნის და ტერმინალში მიწოდების დრო.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინიტრის მოადგილის შეფასებით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ ქვეყნის საავტომობილო გზები ნაკლებად დაიტვირთება და შესაბამისად, გაიზრდება ეკოლოგიური ეფექტი - ბლოკ მატარებლებით გადატანილი ტვირთი ნიშნავს ნაკლებ სატვირთო მანქანებს მაგისტრალზე, რაც თავის მხრივ ამცირებს გზების ცვეთას, CO₂-ის გამონაბოლქვს და ტრანსპორტის გამო გამოწვეულ საცობებს.

„ძალიან მნიშვნელოვანი როლი ექნება ბლოკ მატარებლებს ახალი ტვირთნაკადების მოზიდვის პოტენციალის გაზრდის კუთხითაც. შიდა კავშირების გაუმჯობესება კი ზრდის საქართველოს, როგორც შუა დერეფნის სატრანზიტო ქვეყნის მიმზიდველობას - თბილისიდან შესაძლებელი ხდება ტვირთების განაწილება ქვეყნის შიგნით, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით. საერთო ჯამში, ბლოკ მატარებელი ზრდის სარკინიგზო სექტორის როლს შიდა ტვირთბრუნვაში, ამცირებს ღირებულებებს, ამარტივებს ლოგისტიკას და ქმნის დაბალემისიური, გამართული სატრანსპორტო მოდელის საფუძველს“, - განაცხადა გურამ გურამიშვილმა.

 
news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ექსპორტი 108%-ით, ხოლო იმპორტი 3%-ითაა გაზრდილი - TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის

06.08.2025.13:00

იტალიაში ექსპორტი 108%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 3%-ით. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ იტალიაში 40 610.6 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 19 549.9 ათასი დოლარის. შესაბამისად საქართველოდან იტალიაში ექსპორტი 107,7%-ითაა გაზრდილი. 

როგორც არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, საქართველოდან იტალიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ფეროშენადნობებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიაში ყიდის:

  • ფეროშენადნობები - 14 472.8 ათასი დოლარი;
  • მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 9 571.4  ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 6 937.8 ათასი დოლარი;
  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 4 681.6 ათასი დოლარი;
  • ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1 341.8 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იტალიაში იმპორტს, აქ ზრდა 3,2%-ის დონეზეა. 2025 წლის იანვარ-ივლისში საქართველომ იტალიიდან 207 588.4 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 201 093.7 ათასი დოლარის. იტალიიდან საქართველოში ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი მსუბუქი ავტომობილებია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო იტალიიდან ყიდულობს:

  • მსუბუქი ავტომობილები - 14 853.9 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 11 436.7 ათასი დოლარი;
  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 7 114.0 ათასი დოლარი;
  • სხვა ცოცხალი მცენარეები, კალმები და გადანაწვენები; სოკოს მიცელიუმი - 6 471.6 ათასი დოლარი;
  • საშუალებები თმებისათვის - 5 148.8 ათასი დოლარი;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა