მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7172.1
-0.0406
flag
AZN 1.5343
-0.0081
flag
CNY 38.848
-0.0208
flag
EUR 2.9721
-0.0086
flag
GBP 3.4543
-0.0122
flag
KZT 58.86
-0.0047
flag
TRY 0.0533
-0.0004
flag
USD 2.608
-0.0138
news banner

Fitch-მა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა

news image
mbc image

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი კვლავ “BB” დონეზე დაადასტურა. აღნიშნული განპირობებულია სანდო მაკრო-ფისკალური პოლიტიკის ჩარჩოს, ჯანსაღი საბანკო სექტორისა და ზომიერი სახელმწიფო ვალის მაჩვენებლით. 

სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რომლის მიხედვითაც საპროგნოზო მაჩვენებლები გაზრდილია, კონკრეტულად Fitch 2025 წელს 5.6%-იან, ხოლო 2026 წლის 5.2%-იან ზრდას მოელის. წინა შეფასებით კი 2025 – 5.3%, 2026 – 5%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო პროგნოზირებული.

Fitch აღნიშანავს რომ საქართველოში ძლიერი ეკონომიკური ზრდა ნარჩუნდება, რაც იანვარ - აპრილის 8.8%-იანი ზრდით გამოიხატა, რაც მათ შორის განპირობებულია მომსახურების სექტორის ძლიერი მაჩვენებლებით.  საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო  Fitch-ის აზრით, პოტენციური ზრდა გამოწვეულია ინვესტიციებით საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების, სტუმარმასპინძლობის, ტრანსპორტის და სამშენებლო დარგებში. 

მიმოხილვის მიხედვით, იმის მიუხედავდ რომ შიდა მოთხოვნა ძლიერია, ინფლაცია 2024 წელს სებ-ის მიზნობრივ 3%-ს ქვემოთ შენარჩუნდა. Fitch-ის პროგნოზით, 2025-26 წლებში ინფლაცია საშუალოდ 3.2% იქნება.

Fitch-ის პროგნოზით, წმინდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღდგენა 2025-26 წლებში მშპ-ს საშუალოდ 3.8%-მდე მოხდება.

საერთაშორისო სავალუტო რეზერვებმა 2025 წლის აპრილში 4,52 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. Fitch მოელის, რომ ეროვნული ბანკი გააგრძელებს სავალუტო შესყიდვებს. 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შესახებ შემდეგ განახლებას 21 ნოემბერს გამოაქვეყნებს. 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image თუ გადავხედავთ საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების ისტორიას 1990-იანი წლებიდან დღემდე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა $3.2 მილიარდს შეადგენს - მიხეილ ხიდურელი

26.09.2026.22:51

საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს აღმასრულებელი დირექტორის, მიხეილ ხიდურელის განცხადებით, PASHA Holding ცენტრალურ თბილისში, საქართველოს დედაქალაქში, სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი საინვესტიციო პროექტის განხორციელებისთვის ემზადება. ამის შესახებ მან აზერბაიჯანის რიგით მეორე საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე (AIIF 2026) განაცხადა.

მისი თქმით, ახალი პროექტი აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის საინვესტიციო თანამშრომლობის გაფართოების კიდევ ერთი მაგალითი იქნება.

„თუ გადავხედავთ საქართველოში აზერბაიჯანული ინვესტიციების ისტორიას 1990-იანი წლებიდან დღემდე, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ჯამური მოცულობა $3.2 მილიარდს შეადგენს. ეს აჩვენებს, რამდენად აქტიურად ვაჭრობენ ჩვენი ქვეყნები ერთმანეთთან და რა მასშტაბის ინვესტიციებს ახორციელებს აზერბაიჯანი საქართველოში. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ აქ წარმოდგენილი არიან აზერბაიჯანის უმსხვილესი კომპანიები SOCAR და PASHA Holding. ძალიან მალე ახალ პროექტს გამოვაცხადებთ. PASHA Holding-თან ერთად ცენტრალურ თბილისში სასტუმროებისა და მრავალფუნქციური კომერციული უძრავი ქონების სექტორში ახალი პროექტის განხორციელება იწყება. ეს ყველაფერი არსებულ დინამიკაზე მიუთითებს“, - განაცხადა ხიდურელმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანული კომპანიები საქართველოში უცხოელ ინვესტორთა შორის მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ, ხოლო ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მოიცავს.

ხიდურელის განცხადებით, ახალი პროექტების განხორციელება საქართველოში აზერბაიჯანული ბიზნესის მხრიდან არსებული მაღალი საინვესტიციო ინტერესის შენარჩუნებასა და ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო თანამშრომლობის შემდგომ გაფართოებაზე მიუთითებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა