მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7273.7
0.0046
flag
AZN 1.6139
-0.0018
flag
CNY 39.909
0.0189
flag
EUR 3.1924
0.0169
flag
GBP 3.6893
0.0251
flag
KZT 56.2
0.0101
flag
TRY 0.0623
0
flag
USD 2.7438
-0.0032

ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია - ნათია თურნავა

news image

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულში მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიება კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მიზანი მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებული აქტივობების სისტემური გაანალიზება და საკუთარი უფლებების დაცვის არსებული მექანიზმების შესახებ მომხმარებელთა ცნობიერების ამაღლებაა. ღონისძიება როგორც არსებული სტანდარტებისა და განხორციელებული რეფორმების შეფასებას, ისე სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრას ემსახურება, რაც მათ შორის, ფინანსური სექტორის სტაბილურობასა და მომხმარებლების უფლებათა დაცვას უზრუნველყოფს.

სიტყვით გამოსვლისას ნათია თურნავამ მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკის როლსა და ბოლო წლებში განხორციელებულ ცვლილებებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ეროვნული ბანკისთვის მომხმარებელთა უფლებების დაცვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რადგან ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს.

„ფინანსურად მდგრადი და დაცული მომხმარებელი ფინანსური სექტორის სიჯანსაღისა და ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი ხელშემწყობი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოს ეროვნული ბანკისთვის მნიშვნელოვანი ამოცანაა და ამ მიმართულებით მუდმივად ვმუშაობთ, რათა საფინანსო სექტორის გარემო კიდევ უფრო მეტად იყოს მომხმარებელზე ორიენტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

სებ-ის პრეზიდენტმა ყურადღება 2025 წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან ინიციატივებზე გაამახვილა. მისი თქმით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მარეგულირებელი ჩარჩოს გარკვეული მოთხოვნები საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზეც გავრცელდა, რის საფუძველზეც ისინი ვალდებულნი არიან მიიღონ და დაამუშაონ მომხმარებელთა პრეტენზიები და დადგენილ ვადებში უპასუხონ მათ. ამასთან, აღნიშნული პრეტენზიების შესახებ ანგარიშგება ეროვნულ ბანკს ყოველთვიურად ეგზავნება და მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტი მათ სისტემურ და ინდივიდუალურ დონეზე სწავლობს.

ნათია თურნავამ საქართველოს ეროვნულ ბანკთან მოქმედ დავების განმხილველ კომისიაზეც ისაუბრა, რომელიც საგადახდო მომსახურებასთან დაკავშირებულ მომხმარებელთა დავებს განიხილავს. მისი თქმით, კომისიის საქმიანობის ორი წლის განმავლობაში მას 162-მა მომხმარებელმა მიმართა, საიდანაც 113 საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო დასრულებული საქმეების დიდი ნაწილი, დაახლოებით 80%, მომხმარებლების სასარგებლოდ გადაწყდა. პროვაიდერების მიერ მომხმარებლებისთვის უკვე ანაზღაურებულმა თანხამ  400 000 ლარს გადააჭარბა.

„კომისია მომხმარებლებისთვის დავის განხილვის სწრაფ, ეფექტურ და უფასო მომსახურებას უზრუნველყოფს. ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია მარტივად დაიცვას თავისი უფლება იმ შემთხვევებში, როდესაც მიიჩნევს, რომ ადგილი ჰქონდა არაავტორიზებულ ოპერაციას, არასწორად შესრულებულ ტრანზაქციას ან სხვა ტიპის დარღვევას. ჩვენი მიზანია, მომხმარებელს ჰქონდეს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მექანიზმი საკუთარი უფლებების დასაცავად“, - განაცხადა ნათია თურნავამ.


საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ფინანსური განათლების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მისი თქმით, მომხმარებელთა ეფექტიანი დაცვა მხოლოდ რეგულაციებით არ შემოიფარგლება და დიდწილად საზოგადოების ინფორმირებულობაზეა დამოკიდებული.

აღნიშნული მიმართულებით ეროვნული ბანკი ფინანსური განათლების პროგრამებს აქტიურად ახორციელებს და ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუ ასრულებს, რომელიც მოქალაქეებს ფინანსურ საკითხებზე მარტივ, ობიექტურ და არაკომერციულ ინფორმაციას აწვდის.

საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა გზირიშვილმა, ამავე დეპარტამენტის საბაზრო ქცევის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ნათია ჭყონიამ.

9-16 მარტს თბილისში, გარდაბანში, გორში, ბათუმსა და წყალტუბოში მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეული გაიმართება. მასშტაბური ღონისძიება მომხმარებელთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს უკავშირდება, რომელიც ყოველწლიურად 15 მარტს აღინიშნება.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს - რუსთავი მერი

10.03.2026.19:00

რუსთავში წყალგაყვანილობის ინფრასტრუქტურული მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუმჯობესება განხორციელდა GWP-ის ინვესტიციის საშუალებით. როგორც რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას აღნიშნა, 2021 წელს ქალაქში სასმელი წყლის და წყალარინების სისტემები კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, რის შედეგადაც აქტიურად დაიწყო თანამშრომლობა კომპანიასთან და ცენტრალურ ხელისუფლებასთან. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა წყალმომარაგების გაუმჯობესებისთვის, რაც უზრუნველყოფს 24-საათიან წყალმომარაგებას, ხოლო წყალარინების პრობლემის გადაჭრაზე მუშაობა კვლავ გრძელდება. 

აღსანიშნავია, რომ ნინო ლაცაბიძე მონაწილეობდა ფორუმში, რომელიც რამდენიმე დღის უკან GWP-ის ორგანიზებით ჩატარდა. 

„ფორუმი თავისთავად ძალიან საინტერესო ფორმატი იყო იმ ინფორმაციის და სამომავლო გეგმების გაზიარების, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იქ კითხვაც იყო დასმული, რომ როგორ შეაფასებთ იმ ინვესტიციას, რომელიც GWP-მაქვალიას“ სახით ინფრასტრუქტურაში განახორციელა. მე ჩემი ქალაქის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ყველაზე მთავარი. 2021 წელს უმძიმესი პრობლემები დაიწყო, იმიტომ რომ იქამდე ინვესტიციების განხორციელება რეალურად არ ხდებოდა, არ ხდებოდა მილების გამოცვლა არც სასმელი წყლის მიმართულებით, არც წყალარინება იყო მოწესრიგებული და კრიზისი დაგვეწყო 2021 წელს. წარმოიდგინეთ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად ძალიან ბევრი ახალი პროექტი გვაქვს, ქალაქის ახალ განვითარებაზე ვსაუბრობთ და ამ დროს ქალაქში არ გაქვს წყალი - აბსოლუტურად აზრს კარგავს თითოეული პროექტი, რაშიც მთელ გულს და სულს ვდებდით. დავიწყეთ აქტიურად სემეკთან მუშაობა და სემეკთან დავაყენეთ საკითხი, რომ კომპანიას განესაზღვრა ის გეგმა და ეს გეგმა ყოფილიყო ჩვენთან შეთანხმებული და მას შემდეგ ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ. დღემდე 37 მილიონი ლარის ინვესტიციაა განხორციელებული იმაში, რომ ქალაქს უწყვეტი წყალმომარაგება ჰქონდეს. შემდეგ უკვე გადავედით წყალარინების პრობლემებზე, რაც ასევე ქალაქის დაარსებიდან თითქმის შეუცვლელი იყო და საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. და დღეს გვაქვს ხედვა, გვაქვს გეგმა და ვიცით, რომ  წყალმომარაგების პრობლემა სრულად არ გადაჭრილა, თუმცა დღეს 24-საათიანი წყალმომარაგებაა, თუმცა ისევ ვაგრძელებთ აქტიურად მუშაობას იმისთვის, რომ ეს გამოწვევა დავძლიოთ ერთხელ და სამუდამოდ, ქალაქი ამას აღარასდროს დაუბრუნდეს, გავაგრძელოთ ჩვენი პროექტები და ის გეგმები, რაც ქალაქის განვითარებისთვის გვაქვს“, - აღნიშნა რუსთავის მერმა.

ნინო ლაცაბიძის თქმით, ქალაქის ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის და ინვესტორების თანხმობაში მოქმედება.

„იმდენად რთული ინფრასტრუქტურაა, იმდენად რთულია თვითონ პროცესი, ჩვენც ვცდილობთ ხოლმე რომ მოსახლეობასთან ავხსნათ, რომ ეს ერთ წელში და ორ წელში რომ არ გადაიჭრება, ძალიან კარგად გვაქვს დანახული. დღეს ყველაზე კარგი არის ის, რომ ჩვენს პროექტებთან ერთად პარალელურად მათ აქვთ უკვე გეგმა და ჩვენთან ერთად თანხვედრაშია მათი და ჩვენი პროექტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ხშირად ვფერხდებოდით მხოლოდ იმის გამო, რომ კომპანიას არ ჰქონდა სახსრები გამოყოფილი და მიწისქვეშა კომუნიკაციების გამოცვლას ვერ ახერხებდა, ჩვენ გზას ვერ ვაგებდით და ამ ჭიდილში ვიყავით. დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მოლაპარაკება, თანამშრომლობა, საქმიანი ურთიერთობა კარგ ეტაპზეა, სემეკის ჩართულობით და ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ეფექტიანი იყოს ჩვენი თითოეული პროექტი“, - განმარტავს ლაცაბიძე.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა