FED-მა განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით, 4%-მდე შეამცირა
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე მეტ ჩაის ყიდის
30.10.2025.11:00
საქართველოდან ჩაის ექსპორტი გაზრდილია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ ექსპორტზე 2 806.5 ათასი დოლარის ღირებულების 1 262.3 ტონა ჩაი გაიტანა, მაშინ როდესაც 2024 წლის 9 თვეში ექსპორტი 1 131.4 ტონას შეადგენდა. ზრდა 12%-ია.
საქსტატის ინფორმაციით, ქართული ჩაისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი თურქეთია.
TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ყველაზე მეტ ჩაის ყიდის:
საგულისხმოა, რომ საქართველოდან ჩაის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებლებს 2021 წელს მიაღწია, როდესაც ქვეყანამ უცხოეთში 2 440.0 ტონა ჩაი გაყიდა. 2024 წლის სტატისტიკით კი ექსპორტზე 1 689.7 ჩაი გავიდა.