ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია მიმდინარე კვირაში ფარმაცევტული და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია დღეს მწარმოებლებს შეხვდება, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებს და ბოლოს [საწვავის იმპორტიორებს] ნავთობკომპანიებს. ამის შესახებ გადაცემა იმედის დილაში რუბრიკა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს საწინააღმდეგო არგუმენტი, როდესაც ხელისუფლება ცდილობს, ფასებმა დაიწიოს გარკვეულ პროდუქტებზე და როდესაც საუბარია არა მხოლოდ სასურსათო პროდუქციაზე, არამედ კომისიის მანდატი ვრცელდება საწვავსა და მედიკამენტებზეც.
„ორშაბათს კომისიის ფორმატში გვექნება შეხვედრა მწარმოებლებთან, შემდეგ ფარმაცევტულ კომპანიებთან და ბოლოს უკვე საწვავთან დაკავშირებით. სქემა ყველგან ერთი და იგივეა, შესაბამისად, შეგვიძლია ანალოგიური მეთოდით ვიმუშაოთ და ვფიქრობთ, რომ აპრილის ბოლოს უკვე გარკვეული ხელშესახები შედეგები გვექნება. თუმცა ვფიქრობთ, რომ ფასების კლება მანამდეც შესაძლებელია, თუნდაც იმ პროცესის განმავლობაში, რომელიც მიდის მთავრობის ადმინისტრაციაში სამთავრობო კომისიის ფარგლებში“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
სხვა სიახლეები
ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო კომისია მიმდინარე კვირაში ფარმაცევტული და ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება
26.01.2026.09:09