ფარმაცევტული ბაზრის TOP 5 ლიდერი კომპანია - უახლესი სტატისტიკა
საქართველოში ფარმაციის სექტორი ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მიმართულებაა. ამ სფეროში ბაზარზე არაერთი კომპანია ოპერირებს, რაც სეგმენტის დინამიკურ განვითარებაზე მიუთითებს.
Business Insider Georgia საქსტატისგან გამოთხოვილი ოფიციალური მონაცემების საფუძველზე წარმოგიდგენთ იმ TOP 5 საწარმოს, რომლებიც ფარმაცევტული პროდუქციის საცალო ვაჭრობის მიმართულებით 2025 წლის მესამე კვარტლის ბრუნვის მაჩვენებლით ლიდერობენ.
(სია არ არის დალაგებული რეიტინგის მიხედვით)
ვინ არიან ამ კომპანიების მფლობელები:
შპს მერმისი - რეგისტრაციის თარიღია 11/10/1995. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია სოსო დავითაშვილი. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.
სს გეფა - რეგისტრაციის თარიღია 19/10/1995. კომპანიის გენერალური დირექტორია თორნიკე ნიკოლაიშვილი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ალფაიძე, თავმჯდომარის მოადგილე/წევრი: ლევანი დადიანი, წევრი: მიხეილ აბრამიძე, წევრი: გიორგი კეთილაძე.
შპს იმპექსფარმი - რეგისტრაციის თარიღია 26/04/1999. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია დავით კოხრეიძე. ის ასევე არის კომპანიის გენერალური დირექტორი.
შპს პსპ ფარმა - რეგისტრაციის თარიღია 15/11/2002.კომპანიის 95%-იანი წილის მფლობელია კახაბერ ოქრიაშვილი, ხოლო 5%-ის თენგიზ ჯამელაშვილი. კომპანიის დირექტორი ვაჟა ოქრიაშვილია.
შპს ავერსი-ფარმა - რეგისტრაციის თარიღია 14/05/1999. კომპანიის 67%-იანი წილის მფლობელია პაატა კურტანიძე, ხოლო 33%-ის ნიკოლოზ კურტანიძე. გენერალური დირექტორია გიორგი მელანაშვილი.
სხვა სიახლეები
საქართველომ იანვარ-თებერვალში $17.3 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა
03.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 0,4 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0,5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 20%-იან კლებას აჩვენებს.
საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა.
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული თაფლის სულ ორ ბაზარზე გაიყიდა: