ფაქტობრივად, ბაქო–თბილისი–ყარსის პროექტი დასრულებულია, მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება - საქართველოს რკინიგზა იქნება ექსკლუზიური ოპერატორი | ლაშა აბაშიძე
ფაქტობრივად, ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი დასრულებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი ექსპლუატაციაში მიღების სამუშაოები. ამის შესახებ საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა ლაშა აბაშიძემ განაცხადა, რომელიც გადაცემა „იმედის დილაში“, რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო.
„მიმდინარეობს ექსპლუატაციაში მიღებისა და ჩაბარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება. ბაქო-თბილისი-ყარსი უკვე სრულფასოვნად ოპერირებს. ეს არის აზერბაიჯანულ-ქართული მხარის მიერ განხორციელებული პროექტი და აქაც საქართველოს რკინიგზა იქნება ექსკლუზიური ოპერატორი. პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ეს ინფრასტრუქტურა გვაკავშირებს პირდაპირ თურქეთთან და ზრდის ჩვენი ქვეყნის დაკავშირებადობას. აღნიშნული პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, დამატებითი ტვირთნაკადები ჩვენი მიმართულებით მოვიზიდოთ“, - აცხადებს ლაშა აბაშიძე.
სხვა სიახლეები
ქვეყნები, სადაც საქართველო ნუშის ექსპორტს ახდენს
23.10.2026.19:00
საქართველოდან ნუშის ექსპორტი მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველომ 125.2 ათასი დოლარის ღირებულების 66.4 ტონა ნუში გაიტანა ექსპორტზე, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 13.0 ტონა. შესაბამისად, ქვეყნიდან ნუშის ექსპორტი 410.8%-იან ზრდას აჩვენებს.
საქართველოსთვის ნუშის მთავარი ექსპორტიორი ქვეყანა უზბეკეთია.
TOP 2 ბაზარი, სადაც საქართველო ნუშს ყიდის:
• უზბეკეთი - 65.0 ტონა - 119.0 ათასი დოლარი;
• რუსეთი - 1.4 ტონა - 6.2 ათასი დოლარი;
რაც შეეხება ნუშის იმპორტს, აქ 138.9%-იანი ზრდა ფიქსირდება.
არსებული სტატისტიკური მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში ნუშის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა აზერბაიჯანია.
2026 წლის 9 თვეში საქართველოში ნუშის იმპორტი 3 ბაზრიდან განხორციელდა:
• აზერბაიჯანი - 286.0 ტონა - 492.7 ათასი დოლარი;
• აშშ - 40.8 ტონა - 203.7 ათასი დოლარი;
• თურქეთი - 33.3 ტონა - 176.5 ათასი დოლარი.