Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია - მარიამ ქვრივიშვილი
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია.
მისივე თქმით, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა, საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) და მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2).
„ფაქტები აღქმების წინააღმდეგ: Expedia-ს რეიტინგში საქართველო მსოფლიოს ყველაზე მოთხოვნად ტურისტული მიმართულებების სამეულშია ამ სტატისტიკური მონაცემებით შედარებულია მოგზაურთა ჯავშნები 2024 წლის დეკემბრიდან-2025 წლის მარტამდე გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან.
კვლევის შედეგად, საქართველოს დედაქალაქი თბილისი, Expedia-ს რეიტინგში მესამე ადგილზეა, თბილისის მაჩვენებელი 145 %-ით გაიზარდა თბილისთან ერთად პოპულარულ მიმართულებებს შორის დასახელდნენ შვეიცარიული ქალაქი ბაზელი და ციურიხი.
ასევე, საქართველოში 2025 წლის პირველ კვარტალში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტები და ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი რეკორდულად გაიზარდა საქართველომ 3 თვეში 826 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო (+2.3%) მილიონამდე ტურისტმა იმოგზაურა საქართველოში (+2.2%)
ბრენდირებული სასტუმროების დატვირთვის კოეფიციენტი, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.2%-ით გაიზარდა (წყარო: საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია - STR global)
Airbnb-ის პლატფორმაზე რეგისტრირებული ობიექტების დატვირთვის საშუალო კოეფიციენტი 1.5% -ით და საშუალო დღიური ფასი 7.9%-ით გაიზარდა (წყარო: RBNB)“, - წერს მარიამ ქვრივიშვილი.
დღის ტოპ 10 სიახლე
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
01.05.2025.18:23
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი საქართველოში ოპერირებადი ქართული და საერთაშორისო ავიაკომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების, „ტავ ჯორჯიასა" და სამოქალაქო ავიაციის სექტორში მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სექტორში მიმდინარე პროცესები, ავიაკომპანიების ოპერირების გაუმჯობესებისა და მგზავრთა მომსახურების სრულყოფის მიზნით მიღებული გადაწყვეტილებები, აგრეთვე არსებული გამოწვევები და მათი დაძლევის გზები. მათ შორის, ხაზი გაესვა რა ქვეყანაში ტურიზმის მნიშვნელობას, შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ სხვადასხვა კოორდინირებულ აქტივობასა და თანამშრომლობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და მიმართული იქნება საერთაშორისო ვიზიტორებისთვის საქართველოს შესახებ პირველი პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნაზე.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული თითოეული ადამიანის გამოცდილება, საქართველოსთან პირველივე შეხებისთანავე საერთაშორისო აეროპორტში იწყებოდეს მაქსიმალური სტუმარ-მასპინძლობით და კეთილგანწყობით. ავიაკომპანიების წარმომადგენლებს გავაცანით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეჯერებული პოზიცია, რომ ხელი შეეწყოს საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში მომსახურების პროცესის ხარისხის გაუმჯობესებას და ჩამოსულ საერთაშორისო ვიზიტორებს ჩვენი ქვეყნის მიმართ პირველი შთაბეჭდილება მაქსიმალურად პოზიტიური ჰქონდეთ," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
მინისტრის მოადგილემ შეხვედრა ნაყოფიერად შეაფასა და აღნიშნა, რომ ავიაკომპანიებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან საუბრისას მნიშვნელოვანი იყო მათი მხრიდან იმის ხაზგასმა, რომ მიმდინარე წელი განსაკუთრებით წარმატებული იყო სამოქალაქო ავიაციის სექტორისთვის.
„შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სახეზეა განსაკუთრებული ზრდა ჯავშნებსა და ავიაკომპანიების დატვირთულობაში, რაც ცალსახად მიანიშნებს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში მოგზაურობისადმი ინტერესის ზრდაზე. დარწმუნებულები ვართ, რომ გაზრდილ მოთხოვნასთან ერთად, ჩვენი ქვეყნის ტურიზმისა და ავიაციის სექტორი მჭიდრო თანამშრომლობით კიდევ უფრო ახალ წარმატებებს მიაღწევს და ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება მიექცა მზადებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის. აღინიშნა, რომ 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები ჯამურად მილიონ-ნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა, ხოლო გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდის მაჩვენებელს. ასევე ითქვა, რომ ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პიკური პერიოდისთვის, ავიარეისები შესრულდება 60 სამგზავრო ავიაკომპანიის მიერ, 118 საჰაერო ხაზზე, კვირაში დაახლოებით 735-740 სიხშირით, რაც დაახლოებით 5-6%-ით მეტი იქნება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შესრულებულ ფრენებზე.