მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7104.4
-0.0023
flag
AZN 1.5775
-0.0005
flag
CNY 38.863
0.0038
flag
EUR 3.1853
-0.0131
flag
GBP 3.6584
-0.0181
flag
KZT 54.2
-0.0037
flag
TRY 0.0614
-0.0001
flag
USD 2.6819
-0.0011

ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება, თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს დიდი მიღწევაა, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა, ვიცი, რომ ეს ნამდვილად თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგია - ვიქტორ ორბანი ირაკლი კობახიძეს

news image

თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი, - ამ სიტყვებით მიმართა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ირაკლი კობახიძეს საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის მე-2 სხდომაზე.

ვიქტორ ორბანის თქმით, უნგრეთისთვის დიდი პატივია საქართველოსთან თანამშრომლობა.

„მთავრობათაშორისი სამიტი მჭიდრო თანამშრომლობის ფორმატია. სულ 2-3 ქვეყანაა, ვისთანაც ასეთი მეგობრული ურთიერთობები გვაქვს და ამ ფორმატში ვთანამშრომლობთ. ამ ფორმატში განვიხილავთ სხვადასხვა სამინისტროს შორის თანამშრომლობის საკითხებს და ეს არის იმის ნიშანი, რომ არა ცალკეული სამინისტროები, არამედ მთლიანად, მთელი მთავრობა თანამშრომლობს ჩვენს მთავრობასთან. ეს არის იშვიათი მოვლენა ჩვენს პრაქტიკაში და მინდა ვთქვა, რომ საქართველოსთან, თქვენთან თანამშრომლობა ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ უნგრელები პატივს სცემენ ისტორიას და თქვენ გაქვთ საოცარი ისტორია. თქვენი ქრისტიანული ისტორია გაცილებით დიდია, ვიდრე ჩვენი. ძალიან დიდი პატივია თქვენთან თანამშრომლობა, რამდენადაც ორივე ქვეყანას გვიყვარს თავისუფლება. მიყვარს სამშობლო, ვარ ჩემი ქვეყნით ამაყი - ასეთი ფრაზები უკვე სირცხვილად ითვლება დასავლეთში და აღარ გამოიყენება, მაგრამ ჩვენ მაინც გვიყვარს ამ სიტყვების თქმა და სიამოვნებით ვმასპინძლობთ სტუმრებს, რომლებსაც ასეთივე გრძნობები და სენტიმენტები გააჩნიათ ამ ფრაზების მიმართ. თქვენი ვიზიტი არის ჩვენთვის დიდი პრივილეგია იმ შედეგების გამო, რაც გაქვთ ქვეყანაში. ევროპული ეკონომიკა ახლა ძალიან ზიანდება. თუ ვინმეს აქვს 1%-ზე მეტი ეკონომიკური ზრდა, ეს არის დიდი მიღწევა. აქედან გამომდინარე, თქვენი 7%-იანი ზრდა არის გალაქტიკური მოვლენა. ვიცი, რომ ეს ნამდვილად არის თქვენი ძალისხმევის უდიდესი შედეგი. ყოველთვის დიდი პატივია მოგესალმოთ და გიმასპინძლოთ უნგრეთში“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია

12.02.2026.19:00

საქართველოში ბრინჯის იმპორტი მზარდია. საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველომ 11 822.1 ათასი დოლარის ღირებულების 15 150.0 ტონა ბრინჯი იყიდა, 2024 წელს ეს მაჩვენებლები 11 040.4 ტონას შეადგენდა. შესაბამისად 2025 წელს 2024 წელთან შედარებით საქართველოში ბრინჯის იმპორტი 37%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ბრინჯის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა ინდოეთია.

TOP 5 ქვეყანა, სადაც საქართველო ბრინჯს ყიდულობს:

  • ინდოეთი - 8 543.8 ტონა;
  • პაკისტანი - 3 676.0 ტონა;
  • ვიეტნამი - 705.9 ტონა;
  • ტაილანდი - 539.8 ტონა;
  • ყაზახეთი - 511.8 ტონა;

საგულისხმოა, რომ 2025 წელს საქართველოში ბრინჯის იმპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა