მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7169
-0.0041
flag
AZN 1.529
-0.0003
flag
CNY 38.822
-0.0012
flag
EUR 2.9074
0.0008
flag
GBP 3.4415
0.002
flag
KZT 57.93
0.0016
flag
TRY 0.0526
-0.0001
flag
USD 2.5989
-0.0005
news banner

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა

news image
mbc image

ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის სტატუსი მიანიჭა.

ამ სტატუსის მინიჭების შემდეგ, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ, რაც გულისხმობს, რომ შესწავლისა და მშენებლობის ნებართვების მისაღებად, პროექტი გამარტივებული პროცედურებით ისარგებლებს.

ევროპული კანონმდებლობის თანახმად, დამტკიცებულ ორმხრივი ინტერესის პროექტებს აქტიური სამართლებრივი, ფინანსური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა ექნება ევროკავშირის მხრიდან.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image როგორია აშშ-სა და საქართველოს მიმდინარე სავაჭრო ურთიერთობები

13.10.2026.19:00

საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი საგარეო სავაჭრო ბრუნვა მიმდინარე წლის პირველ რვა თვეში შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვამ 1 615 338.8 ათასი დოლარი შეადგინა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 2 025 387.3 ათას დოლარს შეადგენდა.

საქართველოდან გაერთიანებულ სამეფოში პროდუქციის მიწოდებამ ზრდა აჩვენა. მიმდინარე წლის 8 თვეში საექსპორტო მაჩვენებელმა 104 838.6 ათასი დოლარი შეადგინა. ეს მაჩვენებელი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 67.77%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-ში ყიდის:

• ფეროშენადნობები - 38 108.6 ათასი დოლარი;
• ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 17 258.5 ათასი დოლარი;
• მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 11 826.6 ათასი დოლარი;
• საფრენი აპარატების ნაწილები - 8 039.2 ათასი დოლარი;
• ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 5 507.9 ათასი დოლარი;

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ აშშ-დან 1 510 500.1 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 962 900.2 ათასი დოლარის. კლება 23.05%-ია.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო აშშ-დან ყიდულობს:

• მსუბუქი ავტომობილები - 1 364 131.3 ათასი დოლარი;
• თხილი და სხვა კაკალი - 44 734.6 ათასი დოლარი;
• დანარჩენი საქონელი- 13 049.6 ათასი დოლარი;
• ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 7 850.9 ათასი დოლარი;
• სატვირთო ავტომობილები - 6 899.6 ათასი დოლარი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა