მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7155.9
-0.008
flag
AZN 1.5865
-0.0003
flag
CNY 39.482
0.0189
flag
EUR 3.1519
0.0366
flag
GBP 3.6238
0.0527
flag
KZT 56.41
-0.0175
flag
TRY 0.0606
0.0001
flag
USD 2.6965
-0.0005

ევროკომისიის მიერ ორმხრივი ინტერესების პროექტების სიაში შეტანით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ძალიან მნიშვნელოვან სამართლებრივ და ეკონომიკურ მხარდაჭერას მიიღებს - ინგა ფხალაძე

news image

„ევროკომისიამ ორმხრივი ინტერესის მქონე პროექტების სტატუსის მისაღებად ჩამონათვალი გამოაქვეყნა, სადაც საქართველო-რუმინეთის ერთობლივი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტიც შეიყვანა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტატუსის მოპოვების შემთხვევაში, შესაძლებელი ხდება პროექტმა მიიღოს საგრანტო დაფინანსება, რაც იმას გულისხმობს, რომ სამშენებლო სტადიაზე, სპეციალური ნებართვების, რეგულაციების, სამართლებრივი ჩარჩოს მოპოვება და შესრულება ბევრად გამარტივებულ ფორმატში გადავიდეს და სწრაფად მოხდეს პროექტის განხორციელება" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ინგა ფხალაძემ ევროკომისიის მიერ გამოცემული მარეგულირებელი აქტის შეფასებისას განაცხადა.

როგორც ინგა ფხალაძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, შემდეგი ფაზა ითვალისწინებს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რის შემდეგაც მოხდება სამშენებლო ეტაპზე გადასვლა.

„პროექტი საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, გახდეს რეგიონის ენერგეტიკული ჰაბი და წყალქვეშა კაბელის გავლით შეძლოს ევროკავშირის ქვეყნებთან ელექტროენერგიით ვაჭრობა. სამხრეთ კავკასიიდან საჭირო რაოდენობის ელექტროენერგიის მიღების შესაძლებლობით აღნიშნული პროექტი ასევე ხელს შეუწყობს ევროკავშირის ენერგოუსაფრთხოების გაზრდას" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.

შავი ზღვის კაბელის პროექტმა აქტიური ტექნიკურ-ეკონომიკური შემოწმება გაიარა ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი მნიშვნელობა, საჭიროება და პოტენციალი. დოკუმენტის რეგულაციად ქცევის შემთხვევაში, კაბელის პროექტი მოექცევა ევროკავშირის ენერგეტიკული კანონმდებლობის ქვეშ. ამ გადაწყვეტილებით პროექტს გაუჩნდება წვდომა ევროკავშირის სპეციალურ საგრანტო დაფინანსების ინსტრუმენტებთან, რომელიც დაკავშირებადობის ხელშესაწყობად საერთო და ორმხრივი მნიშვნელობის პროექტებს აფინანსებს. აღნიშნულის გარდა, ორმხრივი მნიშვნელობის პროექტის სტატუსი უაღრესად მნიშვნელოვანი რეპუტაციული ბენეფიტი იქნება პროექტისთვის ბიზნეს და საინვესტიციო მოდელის ჩამოყალიბების კუთხით.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

13.04.2026.14:43

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას.

დელეგაციის წევრებს შორის არიან საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები - გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები - ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა და ნინო ჯელაძე. 

ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში, ნათია თურნავა შეხვედრებს გამართავს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის ნიდერლანდების, ბელგიისა და ლუქსემბურგის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორებთან იეროენ კლიკთან და მარნიქს ვან რისთან.

სებ-ის პრეზიდენტი და ფინანსთა მინისტრი ასევე შეხვდებიან ამერიკული საინვესტიციო კომპანიების - J.P. Morgan-ისა და Bank of America-ს ინვესტორებს, რომელთაც საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს გააცნობენ.

ვიზიტის ფარგლებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ცენტრალური ბანკების მმართველების მრგვალ მაგიდაში, რომლის წლევანდელი თემა პოსტმოდერნისტულ ერაში ცენტრალური ბანკების როლი იქნება.

ნათია თურნავა პირისპირ შეხვედრას გამართავს არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკის მმართველთან, რომელთანაც ორი ქვეყნის ეროვნულ ბანკს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებს განიხილავს.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს გამართავენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები.

ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობენ საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები, ცენტრალური ბანკის მმართველები, ფინანსთა მინისტრები და კერძო სექტორის აღმასრულებლები. მონაწილეები განიხილავენ გლობალური მნიშვნელობის საკითხებს, მათ შორის მსოფლიო ეკონომიკის პერსპექტივებს, სიღარიბის დაძლევის, ეკონომიკის განვითარებისა და ფინანსური სტაბილურობის, ასევე კიბერუსაფრთხოებისა და ფინანსური ტექნოლოგიების თემებს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა