მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7215.7
0.0405
flag
AZN 1.5431
0.0074
flag
CNY 39.105
0.0139
flag
EUR 2.9925
-0.0008
flag
GBP 3.4835
-0.0061
flag
KZT 58.99
0.0062
flag
TRY 0.0537
0.0002
flag
USD 2.6229
0.0125
news banner

ევროკომისია 2025 წელს საქართველოში IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს - რა წერია განახლებულ ანგარიშში

news image
mbc image

მიმდინარე მაკრო-ეკონომიკური პარამეტრების ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის გადახედვის ტენდენცია გრძალდება. 

ამჯერად, ევროკომისია IMF-ზე მაღალ, 7.3%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს 2025 წელს საქართველოში. ევროკომისიამ ნოემბრის განახლებული ანგარიში ,,ევროპის ეკონომიკური პროგნოზი" გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდა მოსალოდნელია, რომ ძლიერი დარჩება და 2025 წელს 7%-ს გადააჭარბებს, ხოლო 2026 და 2027 წლებში 5–5.5%-მდე შენელდება.

მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა განპირობებული იქნება კერძო და სახელმწიფო მოხმარებით. უმუშევრობის მაჩვენებელი 2027 წლისთვის ოდნავ შემცირდება. ევროკომისიის გათვლებით, მოსალოდნელია, რომ ფასებზე ზეწოლა მომავალში შემსუბუქდეს.

„მშპ-ის ზრდა ძლიერი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ შენელდა - 2024 წლის 9.4%-დან 2025 წლის პირველი ცხრა თვის 7.7%-მდე. კერძო მოხმარება კვლავაც ძირითადი ზრდის ფაქტორი იყო, თუმცა დასუსტდა ხელფასების შედარებით ნელი ზრდის, ინფლაციის და დასაქმების მსუბუქი კლების ფონზე.

მთავრობის მოხმარებამ მნიშვნელოვნად მოიმატა, რადგან ხელისუფლებამ ნაწილობრივ გამოიყენა ზრდადი ეკონომიკიდან მიღებული დამატებითი შემოსავლები.

ინვესტიციები კვლავ ძლიერი დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ დროებით შენელდა საჯარო ინვესტიციების ტემპი. საქონლის ექსპორტი ამ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა, დიდწილად მანქანების რეექსპორტის ხარჯზე. იმპორტი ექსპორტზე ოდნავ ნელი ტემპით გაიზარდა. ფულადი გზავნილები სტაბილური დარჩა და მშპ-ის 10%-ს ოდნავ აღემატებოდა.

მიწოდების მხარეს, სწრაფად მზარდმა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სექტორმა განსაკუთრებით დიდი წვლილი შეიტანა რეალურ ეკონომიკურ ზრდაში. მას მოჰყვა სხვა მომსახურებები, როგორიცაა განათლება, ფინანსური სერვისები და უძრავი ქონება. საერთო ჯამში, მოსალოდნელია, რომ 2025 წელს მშპ-ის ზრდა 7.3%-ს მიაღწევს“, - აღნიშნულია ევროკომისიის მიერ მომზადებულ პუბლიკაციაში. 

ასევე, მოსალოდნელია, რომ ეკონომიკური ზრდა 2026 და 2027 წლებში შენელდება და დაუახლოვდება მის გრძელვადიან პოტენციალს - 5–5.5%-ს. ზრდა კვლავაც კერძო და საჯარო მოხმარებაზე დაფუძნებული დარჩება, რასაც ხელს შეუწყობს ხელფასების ზრდა და ძლიერი სამომხმარებლო დაკრედიტება.

საქონლის ექსპორტი სუსტი საექსპორტო შესაძლებლობების გამო ნელა გაიზრდება, მაშინ როცა ქვეყანას მეტი პოტენციალი აქვს მომსახურების ექსპორტის გაფართოებისთვის - განსაკუთრებით ტურიზმის, ICT-ისა და ტრანსპორტის სფეროში.

 

2025

2026

2027

ეკონომიკური ზრდა

7.3%

5.3%

5.0%

ინფლაცია

3.8%

3.2%

3.0%

უმუშევრობა

14.5%

13.6%

12.7%

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image აზერბაიჯანის რკინიგზა (ADY) ახალ სეზონზე მგზავრთა მზარდი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მომსახურების მიმართულებით არაერთ სიახლეს ნერგავს - დეტალები

24.09.2026.10:00

15 სექტემბრიდან ბაქოს რკინიგზის სადგურზე მგზავრთა ნაკადის უფრო მოქნილი მართვის მიზნით ახალი  დარბაზი ამოქმედდება. აღნიშნული სიახლე განსაკუთრებით ხელს შეუწყობს პიკის საათებში მგზავრთა უფრო შეუფერხებელ გადაადგილებას.

15 სექტემბრიდან უფრო კომფორტული და ეფექტიანი მგზავრობის უზრუნველსაყოფად ხირდალანი–ბაქოს მიმართულებაზე მატარებლით მგზავრობის დრო შემცირდება. ახალი განრიგის ამოქმედების შემდეგ მგზავრობის ხანგრძლივობა 35 წუთამდე შემცირდება.

ამჟამად, ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, ხირდალანი–ბილაჯარის მონაკვეთზე სარკინიგზო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ამ მიმართულებით მგზავრობის დრო 45 წუთს შეადგენს. დაგეგმილი ცვლილება მგზავრებს დროის დაზოგვისა და მგზავრობის უკეთ დაგეგმვის შესაძლებლობას მისცემს. ხიდის აღდგენის სამუშაოების დასრულების შემდეგ ამ მონაკვეთზე დასაშვები სიჩქარე კიდევ უფრო გაიზრდება და ბაქო–ხირდალანის მიმართულებით მგზავრობის დრო, როგორც ადრე, 26 წუთამდე შემცირდება. ამასთან, ხირდალანი–სუმგაითის მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობაც აღდგება.

ახალი განრიგის მიხედვით, ბაქო–ხირდალანი–ბაქოს მიმართულებაზე რეისების რაოდენობა 26-დან 32-მდე გაიზარდა. ხირდალანის მიმართულებით მგზავრთა მოთხოვნის გათვალისწინებით, დილის საათებში ორი დამატებითი რეისი დაემატა. ამასთან, ბაქო–ხირდალანის მიმართულებაზე ახალი, 20:30 საათზე გასასვლელი საღამოს რეისი დაინიშნა. ჯამში, საგარეუბნო მატარებლების ყოველდღიური რეისების რაოდენობა 90-დან 96-მდე გაიზარდა.

გარდა ამისა, მგზავრთა კომფორტის გაუმჯობესების მიზნით, უკონტაქტო გადახდის შესაძლებლობებიც გაფართოვდა. Visa-ს ბარათებთან ერთად, მგზავრებს ახლა Mastercard-ის ბარათებითაც შეუძლიათ  საშუალებით მგზავრობის საფასურის გადახდა.

ელექტრონული გადახდის შესაძლებლობების გასაფართოებლად დამატებით 58 ვალიდატორი დამონტაჟდა ბაქოსა და საბუნჩუს სადგურების, ასევე პირიშაგის, ხირდალანის, ქოროღლუს, ბაქიხანოვის, მამადლისა და დარნაგულის სადგურებსა და გაჩერებებზე არსებულ ტურნიკეტებთან. მათი საშუალებით მგზავრებს სადგურზე შესვლა საბანკო ბარათებითაც შეუძლიათ. სიახლე ალტერნატიული გადახდის მეთოდების უფრო ფართოდ გამოყენებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ღონისძიებები მიზნად ისახავს სარკინიგზო ტრანსპორტში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, მგზავრთა კომფორტის ზრდასა და თანამედროვე ციფრული გადაწყვეტილებების გამოყენების გაფართოებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა