მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7269.1
0.018
flag
AZN 1.6157
0.0063
flag
CNY 39.72
0.0112
flag
EUR 3.1755
0.0078
flag
GBP 3.6642
0.0177
flag
KZT 55.19
-0.002
flag
TRY 0.0623
0.0002
flag
USD 2.747
0.0108

ევროკავშირმა ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო

news image

ევროკავშირმა საქართველოში მდებარე ყულევის ნავთობის ტერმინალი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღო.

შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილით აცნობა.

„თავდაპირველად საქართველოს ყულევის პორტის ჩართვა სანქციების მე-20 პაკეტში იგეგმებოდა რუსული ნავთობის საზღვაო გადაზიდვებისა და პორტში „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესვლის გამო. ეს პირველადი პოზიცია გადაიხედა მას შემდეგ, რაც თქვენმა ხელისუფლებამ და პორტის ოპერატორმა პოზიტიური ვალდებულებები იკისრეს.

მივესალმები თქვენს ვალდებულებას, რომ საქართველო არ დაუშვებს გემებს, რომლებიც ევროკავშირის სანქციების ქვეშ იმყოფებიან, შევიდნენ პორტებში, ან მიიღონ მომსახურება. ვალდებულება აგრეთვე აიღო SOCAR-მა იმის თაობაზე, რომ ის იმოქმედებს ევროკავშირის მკაცრი სანქციების შესაბამისად, ფასის ზედა ზღვრის დაცვითა და რუსულ ნედლ ნავთობზე და მისგან წარმოებულ ნავთობპროდუქტებზე ევროკავშირის მიერ დაწესებული აკრძალვის გათვალისწინებით“, - აღნიშნულია წერილში.

დევიდ ო`სალივანი აგრეთვე აღნიშნავს, რომ ასეთმა გარემოებებმა გადამწყვეტი მნიშვნელობა იქონიეს მათ ანალიზზე, რაც საბოლოოდ დასრულდა იმით, რომ ყულევის პორტი სანქციათა ახალი პაკეტიდან ამოიღეს.

წერილში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ბრიუსელი ყურადღებით აკვირდება რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ გადაადგილებას. მისი ყურადღების ცენტრშია აგრეთვე სავაჭრო შეზღუდვების კონტროლი.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მუდმივ ძალისხმევას ამ მიმართულებით და გთხოვთ, რომ მომავალშიც უზრუნველყოთ, რომ საქართველოს ტერიტორია რუსეთში ასეთი მგრძნობიარე პროდუქციის ექსპორტისა და რეექსპორტისთვის არ გამოიყენებოდეს“, - დასძინა მან.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image მთავარი მიზანი იყო, რომ საინვესტიციოდ საინტერესო გამხდარიყო ჩვენი ქალაქი და მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები - რუსთავის მერი

10.03.2026.11:20

რუსთავი ბოლო წლებში ახალი ბიზნესებისთვის უფრო მიმზიდველი ხდება და ქალაქში ინვესტიციების მოცულობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. როგორც ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა  Business Insider Georgia-ში სტუმრობისას რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა, თუ 2021 წელს ქალაქში განხორციელებული ინვესტიციები დაახლოებით 116 მილიონ ლარს შეადგენდა, 2024-2025 წლებში ეს მაჩვენებელი 230 მილიონ ლარამდე გაიზარდა და ამ ზრდაში მნიშვნელოვანი წილი სამშენებლო სექტორს უჭირავს.

„მადლობა ძალიან დიდი ამ შესაძლებლობისთვის, რომ ცოტა კიდევ სხვა რაკურსით შეგვიძლია ჩვენი საქმიანობა გავაცნოთ მაყურებელს. ზოგადად მგონია, რომ ძალიან კარგი წამოწყებაა, იმიტომ რომ იმის გარდა, რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურის ჭრილში განიხილება ხოლმე დღეს მუნიციპალიტეტების საქმიანობა, რას ემსახურება და რა გავლენას ახდენს ის ინფრასტრუქტურა, რომელიც როგორც ცენტრალური ბიუჯეტიდან, ასევე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მიზნები აბსოლუტურად სხვა გვაქვს. პირველი მინდა ვთქვა, რომ ჩემი ქალაქი ინდუსტრიული ქალაქი, ალბათ ჰაბი ერთ-ერთი საქართველოს მასშტაბით, რომელსაც ძალიან დიდი წვლილი შეაქვს როგორც რეგიონული ეკონომიკური განვითარების ნაწილში, ასევე ქვეყნის ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს. და დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავი კიდევ და კიდევ უფრო საინტერესო ხდება ახალი ბიზნესისთვის.

ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალური მიზნები, იმის გარდა, რომ კომფორტული ყოფილიყო ქალაქში ცხოვრება, თვითმყოფადი ყოფილიყო ქალაქი ყველა იმ სერვისით, რაც ყოველდღიურობაში გვჭირდებოდა, მაინც რაც არ უნდა ვთქვათ, ბოლო არის ის, რომ ადამიანს სჭირდება სამუშაო ადგილი, სჭირდება ძლიერი ეკონომიკური სტაბილური გარემო და ამ ყველაფერს ქმნის ახალი ინვესტიცია. და ახალი ინვესტიცია ინტერესდება იქ, სადაც გარემოა კარგი და ოთხი წლის განმავლობაში თუკი რამ პროექტი განვახორციელეთ, აი მთავარი მიზნის გარდა, რომ კარგი გარემო შეგვექმნა, იყო, რომ საინვესტიციოდ საინტერესო გამხდარიყო ჩვენი ქალაქი და მოგვეზიდა ახალი ინვესტიციები. და თუ გადავავლებთ თვალს, საკმაოდ პოზიტიური დინამიკა გვაქვს ინვესტიციების. თუ ავიღებთ, რომ 2021 წელს დაახლოებით 116 მილიონი ლარი თუ იყო ინვესტიციის კუთხით, 2024-25 წლები 230 მილიონ ლარზეა ასული ინვესტიცია. დიდი წილი ბოლო პერიოდში უკვე უკავია სამშენებლო სექტორს, იმიტომ რომ სამშენებლო სექტორი საკმაოდ დაინტერესებულია“, - განმარტავს ნინო ლაცაბიძე.

არსებული სტატისტიკური მაჩვენებლებით სახეზეა, რომ რუსთავში მზარდ საინვესტიციო ინტერესთან ერთად, განსაკუთრებით სამშენებლო სექტორში, მუნიციპალიტეტი ურბანული განვითარების სწორ ბალანსზე აკეთებს აქცენტს. ქალაქის მერის განცხადებით, ახალი ინვესტიციები სამუშაო ადგილებსა და საბინაო ფონდის ზრდას უწყობს ხელს, თუმცა პარალელურად მნიშვნელოვანია, რომ გაზრდილმა სამშენებლო აქტივობამ ქალაქის ურბანული იერსახე არ დააზიანოს და განვითარება ჰარმონიულად გაგრძელდეს.

„ახალი ინვესტიციები, განსაკუთრებით სამშენებლო მიმართულებით, აუცილებელია, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, ქმნის უკეთეს გარემოს, საბინაო ფონდი მატულობს, თუმცა ამასთან ერთად სიფრთხილე მუნიციპალიტეტს ნამდვილად მართებს, რომ სწორი ურბანული განვითარება მოხდეს და მომატებულმა სამშენებლო ინტერესმა არ დააზიანოს ქალაქის ურბანული იერსახე. სწორედ ამ პოლიტიკის დაბალანსებაში ვართ, რომ შევუწყოთ ხელი ინვესტიციებს, მათთვის საუკეთესო გარემო იყოს და ამასთან ერთად გავითვალისწინოთ ქალაქის ურბანული სწორი განვითარება, რომ ჰარმონიულად მოხდეს ინვესტიციების შემოსვლა ჩვენს ქალაქში“, - აცხადებს ქალაქ რუსთავის მერი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა