ევროკავშირში ელექტროენერგიის თითქმის 50% განახლებად ენერგიაზე მოდის
ევროკავშირში განახლებადმა ენერგიის წყაროებმა მთლიანი ელექტროენერგიის მოხმარების 47.5% შეადგინა, რაც 2.1%-იან ზრდას ნიშნავს - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას EUROSTAT-ი აქვყენებს.
დასახელებული მაჩვენებელი თითქმის სამჯერ გაიზარდა 2004 წლიდან. განახლებადი ენერგიის წილი 2004 წელს 15.9% იყო, 2014 წელს 28.6%-მდე გაიზარდა.
ამასთან, განახლებადი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგიის თითქმის ორ მესამედს ქარის (38.0%) და ჰიდროენერგია (26.4%) შეადგენდა. მათ მოსდევდა მზის ენერგია 23.4%-იანი წილით, ხოლო სხვა განახლებადი წყაროები შესაბამისად 12.2%-ს შეადგენდა.
ცნობისთვის, მზის ენერგია ყველაზე სწრაფად მზარდი წყაროა.
სხვა სიახლეები
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს
10.03.2026.17:49
UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების - ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლები მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის - მცხეთის ისტორიული ძეგლების კონსერვაციის საერთო მდგომარეობას, მცხეთაში მოქმედი ქალაქთმშენებლობის განსაკუთრებული რეჟიმის, მორატორიუმის, ეფექტიანობისა და სივრცითი განვითარების საკითხებს შეაფასებენ.

შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა უძღვებოდნენ, მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური თემატიკა, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს.
ICOMOS-ისა და ICCROM-ის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაში, ასევე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ნინო ენუქიძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე ზაგაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.