Etihad Airways-ი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლას 2026 წლიდან გეგმავს
ავიაკომპანია Etihad Airways-ი მნიშვნელოვნად აფართოებს მარშრუტების ქსელს და ოპერირებას იწყებს კავკასიის რეგიონში. აბუ დაბიში დაფუძნებული ავიაკომპანია ფრენებს თბილისის, ერევნისა და ბაქოს მიმართულებით დაიწყებს.
Etihad Airways-ი თბილისის მიმართულებით ფრენებს 2026 წლის 13 მარტიდან დაიწყებს, ერევნისა და ბაქოს მიმართულებით, შესაბამისად 9 მარტიდან და 2 მარტიდან.
ავიაკომპანიის დაფარვის ქსელის გაფართოება მოიცავს 7 ახალ მიმართულებას, რომელსაც Etihad Airways-ი ამატებს. ეს გაფართოება მიზნად ისახავს აბუ დაბის, როგორც ტურიზმისა და ვაჭრობის ცენტრის, პოზიციის გაძლიერებას.
სხვა სიახლეები
17.07.2025.19:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პროექტებზე იმსჯელეს, რომელთა განხორციელების კუთხით სამინისტრო და მსოფლიო ბანკი თანამშრომლობენ.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოში ეკონომიკური კუთხით გატარებული რეფორმების თუ მსხვილი, საკვანძო პროექტების განხორციელების პროცესს. მათ შორის მარიამ ქვრივიშვილმა რამდენიმე მიმართულება გამოყო: ტრანსპორტის სექტორში თანამშრომლობა; საქართველოს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგიაზე მუშაობა; შუა დერეფნის განვითარების მხარდაჭერა; სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულების პროცესი და სხვა.
„ჩვენ მსოფლიო ბანკთან წარმატებით, ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ უკვე არაერთი წელია, რის შედეგადაც მრავალი მნიშვნელოვანი რეფორმა გავატარეთ და არაერთ პროექტი განვახორციელეთ, ან ახლა მიმდინარეობს ეს პროცესი. მათ შორის მინდა, გამოვყო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეროვნული სტრატეგია (2023-2030) და მისი 2-წლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც მსოფლიო ბანკთან აქტიური თანამშრომლობის პირობებში მომზადდა და სატრანსპორტო სექტორის ყველა მიმართულებას მოიცავს. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობა შუა დერეფნის განვითარების კუთხით - იქნება ეს მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლევები თუ ლოგისტიკური დერეფნის გაციფრულების პროცესში გაწეული დახმარება. დღეს ჩვენ თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულების გარშემო ვიმსჯელეთ, დარწმუნებული ვარ, ის მომავალშიც ასევე წარმატებით გაგრძელდება", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მსოფლიო ბანკის წარმომადგენელს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ბოლო პერიოდის მთავარი ეკონომიკური მაჩვენებლების, ასევე მსხვილი, სტრატეგიული პროექტების მიმდინარეობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ - მათ შორის საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროცესს და საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებისა და შემდგომი განვითარების ხედვებს.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გურამ გურამიშვილმა და ვახტანგ ცინცაძემ.