Etihad Airways-ი ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიაა, როგორც საავიაციო უსაფრთხოების, ისე მგზავრთა მომსახურების კუთხით - გივი დავითაშვილი
საქართველოს საავიაციო ბაზარზე არაბთა გაერთიანებული საამიროების წამყვანი ავიაკომპანია Etihad Airways-ი შემოდის.
სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი პირველადი განაცხადის შესაბამისად, ავიაკომპანია აბუ დაბი - თბილისი - აბუ დაბის საჰაერო ხაზზე ოპერირების დაწყებას 2026 წლის 1 მარტიდან გეგმავს.
ავიარეისების შესრულება კვირაში 14 სიხშირით იგეგმება. Etihad Airways-სთვის ფრენების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებული პროცედურები 2025-2026 წლის ზამთრის სანავიგაციო სეზონამდე დაიწყება.
როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელმა, გივი დავითაშვილმა განაცხადა, „Etihad Airways-ი ერთ-ერთი მოწინავე ავიაკომპანიაა, როგორც საავიაციო უსაფრთხოების, ისე მგზავრთა მომსახურების კუთხით. მისი შეფასებით, ის ფაქტი, რომ თბილისი მომავალი წლიდან გაჩნდება აღნიშნული ავიაკომპანიის საჰაერო მიმართულებების რუკაზე, მიუთითებს, რომ ჩვენი ქვეყანა მიმზიდველი დანიშნულების ადგილია, საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის საჰაერო მიმოსვლას კი მნიშვნელოვანი ზრდის პერსპექტივა აქვს.
ამჟამად, აბუ დაბი - თბილისი - აბუ დაბის საჰაერო ხაზზე Air Arabia Abu Dhabi ოპერირებს. დღეის მდგომარეობით, ფრენები აღნიშნული მიმართულებით კვირაში 7 სიხშირით სრულდება. სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს ყურის ქვეყნებს შორის ყველაზე აქტიური საჰაერო მიმოსვლა სწორედ არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან აქვს. გასული წლის მონაცემებით, ორ ქვეყანას შორის 647 710 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რამაც საქართველოსა და გალფის ქვეყნებს შორის საერთო მგზავრთნაკადის 59%-ი შეადგინა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
18.07.2025.17:00
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1568 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7118 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7118 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7121 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0003 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1568 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1425 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0143 ლარი შეადგინა.