ესპანეთში ექსპორტი 73%-ითაა გაზრდილი, ხოლო იმპორტი 23%-ით - TOP 5 პროდუქტი
ესპანეთში ექსპორტი 73%-იან ზრდას აჩვენებს, ხოლო იმპორტი 23%-იან ზრდას. საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქართველომ ესპანეთში 29 800.8 ათასი დოლარის პროდუქცია გაგზავნა ექსპორტზე. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 17 242.4 ათასი დოლარი იყო. შესაბამისად ესპანეთში ექსპორტის ზრდა 72.8%-ია. ირკვევა, რომ საქართველოდან ესპანეთში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი თხილია, სწორედ მასზე მოდის ესპანეთში ექსპორტის 30%-ი.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთში ყიდის:
რაც შეეხება ესპანეთიდან იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში მან 119 604.6 ათასი დოლარი შეადგინა, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი 97 324.2 ათასი დოლარი. ზრდა 22.9%-ია.ესპანეთიდან საქართველოში ნომერ პირველი პროდუქტი მოსაპირკეთებელი ფილებია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ესპანეთიდან ყიდულობს:
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
13.08.2025.17:00
საქართველოსა და ბრაზილიის სავაჭრო ურთიერთობები მეტ-ნაკლებად მზარდია. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის პირველ ნახევარში საქრთველომ ექსპორტზე 2 633.9 ათასი დოლარის პროდუქცია გაიტანა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 781.9 ათასი დოლარის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან ბრაზილიაში ექსპორტი 237%-ითაა გაზრდილი.
ირკვევა, რომ ქვეყნიდან ბრაზილიაში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი ხელსაწყოებია, რომელზედაც ამ ქვეყანაში ექსპორტის 54%-ი მოდის.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიაში ყიდის:
რაც შეეხება ბრაზილიიდან იმპორტს, 2025 წლის პირველ ნახევარში ის 37 720.5 ათასი დოლარის დონეზე იყო, 2024 წლის იანვარ-ივნისში კი 44 886.2 ათასი დოლარის. კლება 16%-მდეა. ბრაზილიიდან ნომერ პირველი საიმპორტო პროდუქტი გაყინული ხორცია. მას ამ ქვეყნიდან იმპორტის 50%-ი უკავია.
TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო ბრაზილიიდან ყიდულობს: