მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7095
-0.0056
flag
AZN 1.5858
-0.0008
flag
CNY 38.694
0.0008
flag
EUR 3.1377
-0.0062
flag
GBP 3.6192
-0.0095
flag
KZT 52.73
-0.0015
flag
TRY 0.0624
-0.0001
flag
USD 2.6961
-0.0014

ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე l მარიამ ქვრივიშვილი

news image

„ეს შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სახელმწიფოს სტრატეგიულ არჩევანს - სამოქალაქო ავიაციის განვითარება განხორციელდეს ძლიერი ინსტიტუციური ჩარჩოს, მკაფიო პასუხისმგებლობებისა და სანდო საერთაშორისო პარტნიორობის საფუძველზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Groupe ADP-ის წევრ კომპანია „ტავ ჯორჯიას“-ს შორის შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

შეთანხმების ხელმოწერის ღონისძიება საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიმართა, მასში ასევე მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა, Groupe ADP-ის თავმჯდომარე და გენერალურმა დირექტორმა ფილიპე პასკალმა, TAV Airports-ის პრეზიდენტმა სერქან კაპტანმა და სხვა - სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა.

როგორც სიტყვით გამოსვლისას მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოსა და Groupe ADP-ის შორის ახალი შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომ განვითარებას. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასთან „ტავ ჯორჯია“-ს მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, აეროპორტების გაერთიანებასთან  გაფორმებული ხელშეკრულება, რომელიც 2027 წელს უნდა დასრულებულიყო, განახლებული პირობებითა და მიდგომით 2031 წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა თავის გამოსვლაში აქცენტი გააკეთა სამოქალაქო ავიაციის სექტორის შემდგომი განვითარების მნიშვნელობაზე. მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, ამ პროცესში საქართველოს ფრანგულ სახელმწიფო კომპანია Groupe ADP-თან განახლებული პირობებით თანამშრომლობა ნაყოფიერი იქნება როგორც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის, ისე მთლიანად სექტორის განვითარებისთვის. 

„საქართველოს ავიასექტორის განვითარება არის დინამიური, მდგრადი და შეუქცევადად მზარდი.  სწორედ ეს გარემობაა ერთ-ერთი წინაპირობა, რის გამოც მივიღეთ ვაზიანის ახალი, თანამედროვე აეროპორტის აშენების გადაწყვეტილება. იქამდე კი, ვიდრე ახალი აეროპორტი 2031 წლიდან ოპერირებას დაიწყებს, ჩვენ განვაგრძობთ ფრანგულ სახელმწიფო კომპანიასთან თანამშრომლობით და მათთან მიღწეული გაუმჯობესებული პირობებით ავიაციის სექტორის განვითარებას“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას - ლევან მოსეშვილი

15.01.2026.20:13

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის მასშტაბური ზრდის პარალელურად, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ TAV Georgia-სთან  შეთანხმება გააფორმა,  რომლის მიხედვითაც ქვეყნის მთავარი აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

 საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, ფრანგული საავიაციო ჯგუფი GROUPE ADP  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის შემდგომი განვითარებისთვის 150 მლნ. აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, ხოლო ოპერირების ვადა კი  2031 წლის ბოლომდე გახანრძლივდება.

,,დღეს მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ავიაციისთვის. ხელი მოვაწერეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან შეთანხმებას ფრანგულ საავიაციო ჯგუფ Groupe ADP-თან, რომლის ფარგლებში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

ეს პროექტი მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს აეროპორტის ინფრასტრუქტურასა და მგზავრთა მომსახურების ხარისხს. ინვესტიცია დასრულდება 2028 წლის ბოლომდე და მოიცავს ტერმინალის მასშტაბურ გაფართოებას, რის შედეგადაც აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

დღევანდელი შეთანხმება ადასტურებს, რომ საქართველო მყარად განაგრძობს ეკონომიკურ ზრდას და საავიაციო სექტორის სწორ განვითარებას. ეს კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის აეროპორტის რეგიონულ ავიაციურ ჰაბად ჩამოყალიბების გზაზე,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

ინვესტიციის ფარგლებში განხორციელდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის არსებული ტერმინალის მასშტაბური გაფართოება, რის შედეგადაც მისი საერთო მოცულობა დაახლოებით 50 პროცენტით გაიზრდება. პროექტი მოიცავს როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონების განვითარებას, რაც აეროპორტის წლიურ გამტარუნარიანობას არსებული 5 მილიონი მგზავრიდან მინიმუმ 10 მილიონამდე გაზრდის. პარალელურად, თვითმფრინავების სადგომების რაოდენობა 58-დან 65-მდე გაიზრდება და მნიშვნელოვნად გაფართოვდება აეროპორტის ბაქანი.

ხელშეკრულების შესაბამისად, აეროპორტების გაერთიანება მიიღებს პროექტის ღირებულების საავანსო თანხას — დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მიღებული წლიური შემოსავალი სამჯერ გაიზრდება არსებულ მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, აეროპორტის მმართველი კომპანია უზრუნველყოფს ავიაკომპანიების მარკეტინგული მხარდაჭერის პროგრამის ხელშეწყობას, რაც მნიშვნელოვან წინაპირობას შექმნის ახალი ავიამიმართულებების განვითარებისა და საერთაშორისო ავიაკომპანიების მოზიდვისთვის.

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა