ერთი თვის განმავლობაში რა გაძვირდა და რა გაიაფდა - საქსტატის ოფიციალური მაჩვენებლები
თვიურ ჭრილში საკვები პროდუქტებიდან ყველაზე მეტად მწვანე ლობიოს ფასმა მოიმატა, ხოლო ყველაზე მეტად ბადრიჯანი გაიაფდა.
როგორც საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა, 2025 წლის აგვისტოში ივლისთან შედარებით მწვანე ლობიო 45,51%-ით გაძვირდა, ხოლო ბადრიჯანი 36,96%-ით გაიაფდა.
გთავაზობთ 5 საკვები პროდუქტის ჩამონათვალს, რომლებიც თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაძვირდა:
5 საკვები პროდუქტი, რომლებიც თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად გაიაფდა:
2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.8 პროცენტით განისაზღვრა.
სხვა სიახლეები
05.09.2025.17:48
„საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა, ჩვენი მთავრობისთვის, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, მიმართულია განვითარებული ქვეყნების რიგში საქართველოს შესაყვანად, კეთილდღეობისა და დოვლათის ზრდისკენ", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ზესტაფონში შპს „ჯორჯია მეტალის" - ახალი მეტალურგიული ქარხნის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.
თანამედროვე ტექნოლოგიებითა და უმაღლესი ხარისხის დანადგარებით აღჭურვილ მეტალურგიული საწარმო მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გახსნა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საწარმო ნათელი მაგალითია ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით არსებული მდგომარეობის, რაც გულისხმობს კერძო ინიციატივების ხელშეწყობას, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.
მეტალურგიულ საწარმოში 400 ადამიანზე მეტია დასაქმებული, ინვესტიცია 80 მლნ ლარს შეადგენს, წლიური წარმადობა კი 400 ათას ტონა სამშენებლო მასალას გადააჭარბებს.
„სწორედ ეს არის ის მოცულობა, რომელიც დაემატება ჩვენს შიდა სამომხმარებლო ბაზარს და რომლითაც შემცირდება ქვეყანაში იმპორტის საჭიროება. გადამამუშავებელ მრეწველობას ძალიან დიდი მნიშნელობა აქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის. მიმდინარე პერიოდში სექტორი 200 ათასზე მეტ ადამიანს ასაქმებს, რაც მთლიანი დასაქმების 15%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანია, რომ განვაგრძოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების თანმიმდევრული პოლიტიკა, ყველა საჭირო ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერით განაგრძობს აღნიშნული გზით აქტიურ მუშაობას", - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველო გლობალურადაა გამორჩეული მაღალი ეკონომიკური ზრდის ტენდენციით - საქართველოს მთავრობის საპროგნოზო მოლოდინებს იზიარებენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიც.
„ჩვენი ხელისუფლება უზრუნველყოფს საქართველოში სტაბილურობის და მშვიდობის შენარჩუნებას, ისევე, როგორც სუვერენიტეტის გაძლიერებას, რაც ფუნდამენტური წინაპირობაა ადამიანზე, მეწარმესა და ქვეყნის განვითარებაზე ორიენტირებული ეკონომიკური პოლიტიკის განსახორციელებლად. სწორედ ეს არის ის პოლიტიკა, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში ახალი ინვესტიციების მოზიდვას, მდგრად ეკონომიკურ განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენი თითოეული მოქალაქის, საზოგადოების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.