მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7087.7
-0.0048
flag
AZN 1.5729
0.0001
flag
CNY 39.086
0.016
flag
EUR 3.1544
0.0039
flag
GBP 3.6191
0.0055
flag
KZT 53.5
0.0029
flag
TRY 0.0609
0
flag
USD 2.6741
0.0001

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6741 ლარია

news image

1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1544 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.6741 ლარი.

სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6741 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.6740 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1544 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1505 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0039 ლარი შეადგინა.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს - ინგა ფხალაძე

26.02.2026.17:57

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ინგა ფხალაძის ინფორმაციით, დღეს ხელი მოეწერა „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა" და იტალიურ საკონსულტაციო კომპანია „CESI"-ის შორის ხელშეკრულებას, რომელიც შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ზღვის ფსკერის ტექნიკური კვლევის ჩატარების ტენდერის მასალების მომზადებას ითვალისწინებს.

„ხელშეკრულების თანახმად, მოხდება შავი ზღვის ფსკერის კვლევა, რაც გულისხმობს ფსკერის გეოტექნიკურ და გეოფიზიკურ შესწავლას, რომელიც განსაზღვრას, თუ რა სახით განლაგდება კაბელის ზღვის ფსკერზე. გარდა ამისა „CESI"-ს უკვე ჩატარებული აქვს პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლა, რამაც დაადასტურა, რომ ის ამ მაჩვენებლებით შესრულებადია. უნდა აღინიშნოს, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველო ნამდვილად იფუნქციონირებს ჩვენს რეგიონში ენერგეტიკულ ჰაბად, რაც საქართველოსა და ევროპას, სხვა ქვეყნების მონაწილეობითაც ერთმანეთთან დააკავშირებს", - განაცხადა ინგა ფხალაძემ.
ამასთან, მინისტრის მოადგილის განმარტებით, ხელშეკრულება გულისხმობს სატენდერო სამუშაოებისთვის დიზაინის და ზუსტი ჩამონათვალის განსაზღვრას, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება ტექნიკური კომპანიისთვის, რომელიც შავი ზღვის ფსკერის კვლევის სამუშაოებს შეასრულებს.
საქართველო-რუმინეთს შორის დაგეგმილი შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა საქართველოსა და ევროპას შორის ელექტროენერგიის ვაჭრობას, ტრანზიტს, იმპორტსა და ექსპორტს ითვალისწინებს. ინგა ფხალაძე ხაზს უსვამს პროექტის დიდ მნიშვნელობას მთელი რეგიონისთვის - მისი შეფასებით, ენერგეტიკული დივერსიფიკაციის, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის კუთხით არამხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენს რეგიონს ახალ შესაძლებლობას აძლევს.
„ჩვენ ახლაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო ენერგეტიკული ჰაბია თავისი დანიშნულებით და ადგილმდებარეობით. აქამდე შესრულებული კვლევების თანახმად, 2029 წელს უნდა დასრულდეს ყველა სამუშაო, მათ შორის - ფსკერის კვლევა, გეოფიზიკური თუ ასევე სპეციალური ლიცენზიების და ნებართვების მოპოვება ამ აკვატორიაში. რაც შეეხება თავად პროექტს, 2032 წელს მან უკვე ფუნქციონირება უნდა დაიწყოს", - აღნიშნა ინგა ფხალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა