ერთ წელიწადში ავიაბილეთები თითქმის 12%-ით გაიაფდა, ხოლო თვიურ ჭრილში 3%-ით გაძვირდა - სტატისტიკა
ერთ წელიწადში ავიაბილეთები თითქმის 12%-ით გაიაფდა, ხოლო თვიურ ჭრილში 3%-ით გაძვირდა.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის აგვისტოში 2024 წლის აგვისტოსთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 11.66%-ით გაიაფდა
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, აგვისტოში ივნლისთან შედარებით ავიაბილეთები 3%-ით გაძვირდა.
2025 წლის აგვისტოში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.6 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის აგვისტოში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.8 პროცენტით განისაზღვრა.
სხვა სიახლეები
რა გაძვირდა და რა გაიაფდა - როგორია სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი
18.04.2026.11:00
საქსტატის მონაცემებით, სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) 2026 წლის მარტის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.6%-ით გაიზარდა, ხოლო წინა თვესთან შედარებით 0,7%-ით.
წლიურ ჭრილში HICP-ი ყველაზე მაღალია შემდეგ კატეგორიაში:
პირადი ჰიგიენა, სოციალური დაცვა და სხვადასხვა საქონელი (14,2%), რესტორნები და ღამისთევის მომსახურება (8,1%), სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (6.0%), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (5.5%), დასვენება, სპორტი და კულტურადასვენება, სპორტი და კულტურა (5,5%), ტრანსპორტი (4.8%), ჯანმრთელობის დაცვა (4.2%), განათლება (2.5%), დაზღვევა და საფინანსო მომსახურება (2,4%), საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.7%).
სამაგიეროდ HICP-ის შემცირდა შემდეგ სეგმენტებში: ინფორმაცია და კომუნიკაცია (-4,9%), ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება (-3,3%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (-2,2%),
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზაციის ინდექსი (HICP) გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს.
სამომხმარებლო ფასების ჰარმონიზებული ინდექსის გაანგარიშება ეფუძნება ევროკავშირის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიურ სახელმძღვანელოს და რეგულაციებს, რომელთა ზედმიწევნით დაცვა სავალდებულოა ამ ინდიკატორის მწარმოებელი ყველა ქვეყნისთვის.
„საქსტატის“ განმარტებით, HICP გამოიყენება, ძირითადად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ და წარმოადგენს ფასების სტაბილურობის უმნიშვნელოვანეს მაჩვენებელს. ის ეფუძნება ერთიან, ჰარმონიზებულ მეთოდოლოგიას და ამდენად, საქართველოს მიერ ამ ინდიკატორის წარმატებით დანერგვას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების თვალსაზრისით.
HICP არ შეცვლის აქამდე არსებულ სამომხმარებლო ფასების ინდექსს, რომელიც კვლავ გამოიყენება ინფლაციის მაჩვენებლის გაანგარიშებისთვის. ჰარმონიზებული ინდექსი წარმოადგენს დამატებით საანალიზო მაჩვენებელს და გამოყენებული იქნება საერთაშორისო შესადარისობის უზრუნველყოფისთვის.