ერთ წელიწადში ავიაბილეთები თითქმის 11%-ით გაიაფდა - საქსტატი
ერთ წელიწადში ავიაბილეთები თითქმის 11%-ით გაიაფდა, ხოლო თვიურ ჭრილში 14%-ით გაძვირდა.
როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2025 წლის ივლისში 2024 წლის ივლისთან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა 10.89%-ით გაიაფდა
რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, ივლისში ივნისთან შედარებით ავიაბილეთები 14,11%-ით გაძვირდა.
2025 წლის ივლისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.3 პროცენტი შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაცია, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივლისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2 პროცენტით განისაზღვრა.
სხვა სიახლეები
04.08.2025.19:00
2025 წლის პირველ ნახევარში ექსპორტზე 30 233.3 ათასი დოლარის ღირებულების მოცვი გავიდა. როგორც საქსტატის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპორტირებულია 4 392.1 ტონა ახალი შტოში, მოცვი და Vaccinium გვარის სხვა კენკრა, ხოლო 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტი 3 953.9 ტონას შეადგენდა. ზრდა 11%-ია.
მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს, რომ საქართველოში მოყვანილი მოცვისთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი რუსეთია. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის საქართველოდან მოცვის ექსპორტის 93%-ი.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო მოცვს ყიდის:
რუსეთი - 4 077.8 ტონა;
პოლონეთი - 86.3 ტონა;
ნიდერლანდები - 63.2 ტონა;
სომხეთი - 61.5 ტონა;
გერმანია - 52.1 ტონა;
აღსანიშნავია, რომ წელს მოცვის ექსპორტი 8 ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოდან მოცვის ექსპორტი ყოველწლიურად მზარდია. 2024 წლის მაჩვენებლებით საზღვარგარეთ 4 988.4 ტონა მოცვი გადაიზიდა, რომლის საერთო ღირებულებაც 28 206.0 ათას დოლარს შეადგენდა.