მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკურიფორუმიInsiderსიუჟეტიInsiderიმედისდილაშიInsderპოდკასტი
BIGSTORYსხვაინტერვიუყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7107.5
0.0001
flag
AZN 1.5824
-0.0003
flag
CNY 38.738
0.0032
flag
EUR 3.1903
-0.0185
flag
GBP 3.6848
-0.0142
flag
KZT 53.23
-0.0048
flag
TRY 0.0619
0
flag
USD 2.6902
-0.0006

ერთ წელიწადში ავიაბილეთები 6%-ით გაიაფდა - საქსტატი

news image

ერთ წელიწადში ავიაბილეთები 6%-ით გაიაფდა, ხოლო თვიურ ჭრილში 19%-ით.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული სტატისტიკური მაჩვენებლებიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარში 2025 წლის იანვართან შედარებით თვითმფრინავით მგზავრობა ზუსტად 6%-ით გაიაფდა

რაც შეეხება ფასების ცვლილებას თვიურ ჭრილში, იანვარში, 2025 წლის დეკემბერთან შედარებით ავიაბილეთები 18.53%-ით გაძვირდა. 

2026 წლის იანვარში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას , აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის იანვარში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

 

news banner
მაია არაბიძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოდან ნიდერლანდებში ექსპორტი 20%-ით არის გაზრდილი

03.02.2026.13:00

საქართველოსა და ნიდერლანდების სავაჭრო ურთიერთობები მზარდია. საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, 2025 წელს საქართველომ ნიდერლანდებში 70 073.7 ათასი დოლარის პროდუქცია გაყიდა, 2024 წელს კი 58 462.1 ათასი დოლარის. შესაბამისად წლიურ ჭრილში ნიდერლანდებში ექსპორტი 20%-ით არის გაზრდილი. როგორც მიმდინარე მაჩვენებლები ცხადყოფს ნიდერლანდებში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ნავთობპროდუქტებია.

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნიდერლანდებში ყიდის:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 27 646.4 ათასი დოლარი;
  • ფეროშენადნობები - 15 829.1 ათასი დოლარი;
  • რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი - 10 633.4 ათასი დოლარი;
  • სუნამოები და ტუალეტის წყალი - 2 610.4 ათასი დოლარი;
  • ცხიმები და ზეთები ცხოველური ან მცენარეული და მათი ფრაქციები - 2 005.4 ათასი დოლარი;

რაც შეეხება იმპორტს, აქ 6%-იანი კლებაა. 2025 წელს საქართველომ ნიდერლანდებიდან 294 859.8 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა, 2024 წელს კი 312 169.6 ათასი დოლარის. 

TOP-5 პროდუქტი, რასაც საქართველო ნიდერლანდებიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 17 135.8 ათასი დოლარი;
  • საქონელი ატრაქციონებისათვის, სამაგიდო ან ოთახის თამაშობანი - 17 001.9 ათასი დოლარი;
  • სატვირთო ავტომობილები - 14 453.7 ათასი დოლარი;
  • სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით - 13 976.2 ათასი დოლარი;
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 11 773.4 ათასი დოლარი;
  •  

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა