ეროვნულმა ბანკმა ფინტექ ასოციაციის წევრ კომპანიებს ფინტექ სტრატეგია და მარეგულირებლის ხედვა გააცნო
ფინტექ ინდუსტრიის მიღწევების, პროგრესისა და შესაძლებლობების განხილვას მიეძღვნა საქართველოს ფინტექ ასოციაციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა, რომელშიც ეროვნული ბანკის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.
შეხვედრა სებ-ის საგადახდო მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობის და ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების რეგისტრაციის დეპარტამენტის უფროსმა გიორგი გოგუაძემ გახსნა. მან მონაწილეებს გააცნო მარეგულირებლის ხედვა ქვეყანაში ფინანსური ტექნოლოგიების განვითარებასთან დაკავშირებით და ისაუბრა ფინტექის მიმართულებით ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელ ინიციატივებზე.
ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის, ღია ბანკინგის ხელშეწყობისა და საკრედიტო მონაცემთა მართვის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა ვასილ შენგელიამ საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგია წარადგინა.
საქართველოს ფინტექის განვითარების სტრატეგიის მიზანია, შექმნას ერთიანი ეროვნული ჩარჩო, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას შესაბამის საჯარო და კერძო დაინტერესებულ მხარეებს შორის როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო დონეზე, რათა ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა უზრუნველყოს ინკლუზიური და ინოვაციური ფინტექ ეკოსისტემის ხელშეწყობისთვის.
გარდა ამისა, როგორც აღნიშნა ფინტექ-სტრატეგიის მიზანს „შუა დერეფნის“ ქვეყნებისთვის საქართველოს რეგიონულ ფინტექ-ჰაბად პოზიციონირება წარმოადგენს. ამისათვის ეროვნული ბანკი აქტიურად თანამშრომლობს რეგიონის ქვეყნებთან.
ასოციაციის წევრი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა იმსჯელეს საქართველოსა და მსოფლიოს ფინტექ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, სექტორულ წინსვლასა და მარეგულირებელი მოვლენების ირგვლივ არსებულ სიახლეებზე. დისკუსიები გაიმართა საერთაშორისო თანამშრომლობასა და ინოვაციებისა და ინკლუზიური ფინანსური განვითარებისთვის სექტორის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
ღონისძიებას საქართველოს ფინტექ ასოციაციის 30-მდე წევრი ფინტექ კომპანია, ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები და სექტორის მნიშვნელოვანი სტეიკჰოლდერები ესწრებოდნენ.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
29.07.2025.11:00
საქართველოში შაქრის იმპორტი 31%-ითაა გაზრდილი. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში საქართველომ ექსპორტზე 33 150.1 ათასი დოლარის ღირებულების 56 722.0 ტონა შაქარი იყიდა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში შაქრის იმპორტი 43 313.9 ტონის დონეზე იყო. საქართველოში შაქრის ყველაზე დიდი რაოდენობით იმპორტი საფრანგეთიდან ხორციელდება.
TOP 5 ბაზარი, სადაც საქართველო შაქარს ყიდულობს:
აღსანიშნავია, რომ 2024 წელს საქართველომ 87 677.0 ათასი დოლარის ღირებულების 135 233.5 ტონა შაქარი იყიდა. ბოლო წლების სტატისტიკით ქვეყანაში შაქრის იმპორტის კუთხით ლიდერი 2022 წელი იყო. საანგარიშო პერიოდში საქართველომ 151 762.7 ტონა შაქრის იმპორტი განახორციელა.