მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაფინანსური განათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაპერსონალური ფინანსებიპოდკასტები
ედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსიყველა ვიდეოყველა სიახლე
flag
AMD 7077.8
-0.0005
flag
AZN 1.5949
0.0008
flag
CNY 38.065
0.0016
flag
EUR 3.1863
0.0003
flag
GBP 3.6475
-0.0042
flag
KZT 49.99
-0.0005
flag
TRY 0.0654
0
flag
USD 2.7113
0.0003

ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი ამიერიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც - გურამ გურამიშვილი

news image

საქართველოს ეროვნული ვალუტის, ლარის მიმოქცევაში გაშვებიდან 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან არსებულმა მარკების კომისიამ, ეროვნული ბანკის ინიციატივით, საიუბილეო მარკა გამოუშვა, რომელიც საქართველოს ფოსტამ დაამზადა. საიუბილეო მარკაზე ლარის ბანკნოტების ნიშნებია დატანილი და ეროვნული ვალუტის 30-წლიანი განვითარებას ასახავს.

„საფოსტო მარკას არ აქვს მხოლოდ ფილატელისტური დატვირთვა. საფოსტო მარკებზე აისახება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენები და მიღწევები. ვფიქრობ, ლარის მიმოქცევაში გაშვება, როგორც ეროვნული ვალუტის, მნიშვნელოვანი თარიღია  საქართველოს ისტორიაში. ეროვნული ვალუტა, როგორც ჩვენი სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრიბუტი დღეიდან დატანილია საფოსტო მარკაზეც და მას მთელი მსოფლიო ნახავს და შეაფასებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა საფოსტო მარკის „ქართული ფული - ეროვნული ვალუტა - 30 წელი" პრეზენტაციაზე. ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში გაიმართა, სადაც 1920-21 წლებში ქვეყნის პირველი ცენტრალური ბანკი - საქართველოს სახელმწიფო ბანკი ფუნქციონირებდა. 

პრეზენტაციაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და საქართველოს ფოსტის გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე.

ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ფოსტის გენერალურმა დირექტორმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იუბილესადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პირველი ეგზემპლარი გადასცა.

ქართული მარკა, მიმოქცევაშია 2025 წლის სექტემბრის თვიდან და ხელმისაწვდომია საქართველოს ფოსტის სერვისცენტრებში საქართველოს მასშტაბით. მარკის ავტორია ბაადურ ქობლიანიძე, ხოლო, საფოსტო მარკის ტირაჟია 30.000 ერთეული.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს - ვლადიმერ ძნელაძე

25.09.2025.16:37

,,სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი’’ კიდევ ერთ 3.7 მგვტ. დადგმული სიმძლავრის არქიმედეს ხრახნიანი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განახორციელებს, რომელიც მცირე დაცემის მქონე მდინარეებისთვისა და ეკოლოგიურად მეგობრული ენერგიის წარმოებისთვისაა ეფექტური. პროექტი ენერგეტიკული განვითარებისა და მდგრადი ენერგიის გამომუშავების მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს. ამ ტიპის ჰიდროელექტროსადგური კავკასიის რეგიონში უნიკალურია და ხელს უწყობს საქართველოს ენერგოსისტემის საიმედო მუშაობას", - ვლადიმერ ძნელაძე.

აღნიშნული პროექტი საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით განხორციელდება. ამასთან, გარდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა, იგი ასევე მოიაზრებს 5 მეგავატიანი მონაცემთა ცენტრის (Data Center) შექმნას, რომელიც ჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე იქნება განთავსებული, რაც მის ელექტროენერგიით მომარაგებას უზრუნველყოფს.

სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group’’ შორის გაფორმდა საპარტნიორო შეთანხმება მდინარე მტკვარზე არქიმედეს ხრახნიანი ტიპის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელების თაობაზე.

უნდა აღინიშნოს, რო ჰესის დაგეგმილი წლიური გამომუშავებაა 27 მლნ. კვტ/სთ, ხოლო ჰესისა და მონაცემთა ცენტრის სავარაუდო ჯამური ინვესტიცია 50 მლნ.აშშ. დოლარს შეადგენს.

ვლადიმერ ძნელაძის განმარტებით, ახალი სადგურის დამატება გაზრდის მწვანე ენერგიის წარმოების მოცულობას, გააძლიერებს ადგილობრივი რესურსების გამოყენებასა და დადებითად იმოქმედებს რეგიონების ეკონომიკურ განვითარებაზე.

„სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდსა“ და აზერბაიჯანულ სახელმწიფო კომპანიას „As Group“ შორის გაფორმებული პირველი მემორანდუმი, საფუძველს უყრის მომავალ პარტნიორობას ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა