ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო - თამთა სოფრომაძე
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო და დეკემბრის მდგომარეობით, ინფლაციის წლიურმა დონემ 4.0% შეადგინა, ხოლო წინა თვესთან შედარებით, 0.2%-ით არის შემცირებული, - განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა თამთა სოფრომაძემ.
მისივე თქმით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების საზომები მიზნრობრივ 3%-იან მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.
„მაგალითად, საბაზო ინფლაცია, რომელიც სურსათის, ენერგორესურსების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს მთლიანი ინფლაციიდან, დეკემბრის მდგომარეობით დაახლოებით 1.6% არის. ასევე მომსახურების ინფლაცია, რომელიც ყველაზე უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ მოლოდინებს, კვლავ 3%-იან მაჩვენებლის ქვემოთ არის და 2.5%-ს შეადგენს“, - განაცხადა სებ-ის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი აქვეყნებს მაკროეკონიმიკურ პროგნოზების სცენარებს და ცენტრალური პროგნოზი, რაც არის მთავარი ორიენტირი გადაწყვეტილებების მიღებისას, ცენტრალური სცენარის მიხედვით, ინფლაციას ეტაპობრივად ნორმალიზება უნდა დაეწყო წლის ბოლოდან.
„ჩვენი მოლოდინით 2026 წელს საშუალოდ ინფლაცია 3.5% იქნება“, - აღნიშნა თამთა სოფრომაძემ.
სხვა სიახლეები
S&P Global Ratings-ი საქართველოს სუვერენულ რეიტინგს 6 თებერვალს და 7 აგვისტოს განაახლებს - 2026 კალენდარი ცნობილია
08.01.2026.20:39
S&P Global Ratings-მა 2026 წლისთვის თითოეული იმ სუვერენული და რეგიონული/ადგილობრივი რეიტინგის გამოქვეყნების თარიღი გამოაქვეყნა, რომლის რეიტინგსაც ამჟამად აფასებს. შესაბამისად, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ განსაზღვრა ორი ან სამი გამოქვეყნების თარიღი. აღნიშნული რეიტინგები მზადდება S&P Global Ratings-ის ოფისებიდან დუბაიში, დუბლინში, ფრანკფურტში, იოჰანესბურგში, ლონდონში, მადრიდში, მილანში, პარიზსა და სტოკჰოლმში.
აღნიშნული კალენდრის თანახმად, S&P Global Ratings-ი საქართველოს სუვერენულ რეიტინგს 6 თებერვალს და 7 აგვისტოს განაახლებს - 2026 კალენდარი ცნობილია