ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ინფლაციური მოლოდინები კი მიზნობრივის ფარგლებშია - ნათია თურნავა
2024 წელს ინფლაცია კვლავ სტაბილურად დაბალ დონეზე შენარჩუნდა და საშუალოდ 1.1 პროცენტი შეადგინა. საბაზო ინფლაცია კი, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის მაღალი მერყეობით გამორჩეულ ფასებს გამორიცხავს, საშუალოდ 1.6 პროცენტი იყო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, საქართველოს პარლამენტში 2024 წლის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
მისივე თქმით, დაბალინფლაციური გარემო ძირითადად შიდა ეკონომიკური ფაქტორებიდან მომდინარეობდა.
„ეროვნული ბანკის ადეკვატური მონეტარული პოლიტიკის შედეგად, ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილია, ინფლაციური მოლოდინები კი მიზნობრივის ფარგლებშია. გარდა ამისა, ეკონომიკის წარმოების ჯამური პოტენციალის გაუმჯობესებამ ძლიერი ერთობლივი მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხი გარკვეულწილად შეარბილა. დამატებით, 2024 წელს ლარის ეფექტური გაცვლითი კურსი შედარებით მყარ პოზიციაზე შენარჩუნდა, რაც დაბალი ინფლაციის ხელშემწყობი იყო", - განაცხადა ნათია თურნავამ.
მისივე განცხადებით, ინფლაციური მოლოდინების დასტაბილურების კვალდაკვალ, სებ-მა მონეტარული პოლიტიკის ნორმალიზაცია დაიწყო და განაკვეთი 2024 წლის პირველ ნახევარში 1.5 პროცენტული პუნქტით, 8.0 პროცენტამდე შეამცირა. თუმცა წლის მეორე ნახევრიდან, გლობალურად გაზრდილი რისკების ფონზე, ეროვნულმა ბანკმა ფრთხილი მიდგომა აირჩია და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად შეინარჩუნა.
დღის ტოპ 10 სიახლე
სხვა სიახლეები
17.07.2025.13:00
2025 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 115 553.9 ათასი დოლარის ღირებულების მობილური ტელეფონები იყიდა, 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 124 268.7 ათასი დოლარის. კლება 7%-ის დონეზეა. საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის ხუთ თვეში საქართველოში ყველაზე მეტი (ღირებულებით) სატელეფონო აპარატების (ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის განკუთვნილი ტელეფონების ჩათვლით) იმპორტი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან დაფიქსირდა. სწორედ ამ ქვეყანაზე მოდის მობილური ტელეფონების იმპორტის 48%-ი.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველო მობილურ ტელეფონებს ყიდულობს:
არაბთა გაერთიანებული საამიროები - 55 906.2 ათასი დოლარი;
ჩეხეთი - 16 877.3 ათასი დოლარი;
ვიეტნამი - 10 731.8 ათასი დოლარი;
ჰონ-კონგი - 9 124.5 ათასი დოლარი;
ჩინეთი - 8 531.5 ათასი დოლარი;