ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშები
საქართველოს ეროვნული ბანკი, ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, აგრძელებს "მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის" და "საფინანსო სექტორის მიმოხილვის" გამოქვეყნებას. გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
მაისის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “პუბლიკაციების“ რუბრიკაში.
სხვა სიახლეები
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა
07.04.2026.19:00
2026 წლის იანვარ-თებერვლის სტატისტიკური მაჩვენებლებით საქართველოში შოკოლადის იმპორტი გაიზარდა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ქვეყანამ 16 586.3 ათასი დოლარის ღირებულების 2 764.8 ტონა შოკოლადი იყიდა. 2025 წლის იანვარ-თებერვალში ეს მაჩვენებელი 2 547.6 ტონას შეადგენდა. შესაბამისად საქართველოში შოკოლადის იმპორტი 9%-ით არის გაზრდილი.
იანვრ-თებერვლის მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული შოკოლადის 35%-ი ქვეყანაში რუსეთიდან შემოვიდა.
TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველომ შოკოლადის იმპორტი განახორციელა: