მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7188.5
-0.005
flag
AZN 1.5851
-0.0005
flag
CNY 39.501
-0.0007
flag
EUR 3.1734
-0.0023
flag
GBP 3.6485
-0.0054
flag
KZT 57.29
0.0048
flag
TRY 0.0602
0
flag
USD 2.6946
-0.0008

საქართველოსთვის პირველად ხელმისაწვდომი ხდება ჩინეთის ფასიანი ქაღალდების ბაზარზე წვდომა

news image

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილეს და უმნიშვნელოვანეს საფინანსო ბაზარზე - ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე (China Interbank Bond Market - CIBM) მოიპოვა წვდომა.

აღნიშნულის შედეგად, საქართველოს ეროვნული ბანკი შეუერთდა ცენტრალური ბანკების იმ მცირე ჩამონათვალს, რომელთაც ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე ოპერირების საშუალება ეძლევათ.

CIBM-ზე დაშვების შესახებ შეთანხმება საქართველოს ეროვნული ბანკის დელეგაციის ჩინეთში ოფიციალური ვიზიტისას, ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში შედგა.

შეთანხმების მიხედვით, სებ-მა აქტიური მოლაპარაკებები დაიწყო ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარზე წვდომის მოპოვებისა და შესაბამისი ხელშეკრულებების გაფორმების მიზნით ჩინეთის ცენტრალურ ბანკთან. 2025 წლის 23 დეკემბერს კი ხელი მოეწერა CIBM ბაზარზე ინვესტირებასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებას, რომლის საფუძველზეც ჩინეთის ცენტრალური ბანკი საქართველოს ეროვნულ ბანკს აღნიშნულ ბაზარზე ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ძირითადი მომსახურებებით უზრუნველყოფს. მათ შორის, ვაჭრობის, ანგარიშსწორებისა და ობლიგაციების კასტოდიური მომსახურების მხარდაჭერით.

მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს ეროვნული ბანკისთვის გაიხსნა ანგარიშები როგორც ჩინეთის ცენტრალურ ბანკში, ისე CIBM ბაზრის სადეპოზიტორო ინფრასტრუქტურებში.

„ჩინეთის ბანკთაშორის ობლიგაციების ბაზარი უცხოელი ინსტიტუციური ინვესტორებისთვის, მათ შორის ცენტრალური ბანკებისთვის, ჩინეთის ობლიგაციების ბაზარზე პირდაპირი წვდომის ერთ-ერთი ძირითადი არხია. აღნიშნულ ბაზარზე წვდომა გააუმჯობესებს საქართველოს ეროვნული ბანკის საინვესტიციო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს საერთაშორისო რეზერვების პორტფელის დივერსიფიკაციასა და რისკების მართვის პროცესის ეფექტურობის ზრდას", - აღნიშნა სებ-ის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ახალი ბაზრის ათვისების მიზნით, შემდგომი ნაბიჯები განხორციელდება ეტაპობრივად და დაეფუძნება ბაზრის ოპერაციული გარემოს, ანგარიშსწორების მექანიზმების, სამართლებრივი ჩარჩოსა და რისკების შეფასებას.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველოსა და შვეიცარიას შორის სავაჭრო ბრუნვა იზრდება

17.04.2026.15:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიაში 19 718.4 ათასი დოლარის პროდუქციის ექსპორტი მოახდინა. 2025 წლის 2 თვის სტატისტიკით კი ექსპორტი 18 861.9 ათას დოლარს შეადგენდა. მიმდინარე სტატისტიკური მაჩვენებლები აჩვენებს, რომ საქართველოდან შვეიცარიაში ექსპორტი 5%-ით არის გაზრდილი.

როგორც საქსტატის საიტზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, 2026 წლის იანვარ-თებერვალში ნომერ პირველი საექსპორტო პროდუქტი ოქროა.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიაში ყიდის:

  • ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - 17 874.2 ათასი დოლარი;
  • თხილი და სხვა კაკალი - 1 180.2 ათასი დოლარი;
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 363.4 ათასი დოლარი;სუნამოები და ტუალეტის წყალი - 248.8  ათასი დოლარი;
  • ბრეზენტი, ჩარდახები, მზისაგან დასაცავი შტორები და სხვა - 12.3  ათასი დოლარი;

შვეიცარიიდან საქართველოში იმპორტი %-ით არის გაზრდილი. 2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ შვეიცარიიდან 40 873.0 ათასი დოლარის პროდუქცია იყიდა. 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 28 646.0 ათასი დოლარის. მიმდინარე მონაცემებით შვეიცარიიდან იმპორტი 43%-ით არის გაზრდილი.

TOP 5 პროდუქტი, რასაც საქართველო შვეიცარიიდან ყიდულობს:

  • სამკურნალო საშუალებები დაფასოებული - 17 485.5 ათასი დოლარი;
  • ვაქცინები, სისხლი და იმუნური პროდუქტები - 16 242.9 ათასი დოლარი;
  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები - 1 125.4 ათასი დოლარი;
  • ინსექტიციდები და მცენარეთა აღმოცენების საწინააღმდეგო საშუალებები და ზრდის რეგულატორები - 886.2  ათასი დოლარი;
  • კოპტონი და სხვა მყარი ნარჩენები, მიღებული სოიოს ზეთის ექსტრაჰირებისას - 670.8  ათასი დოლარი;

 

 

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა