მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიbusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
ყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7152
0.0064
flag
AZN 1.5871
-0.0005
flag
CNY 39.209
0.0078
flag
EUR 3.115
0.0067
flag
GBP 3.5707
0.0098
flag
KZT 57.48
0.0035
flag
TRY 0.0605
-0.0002
flag
USD 2.6981
-0.0008

ეროვნული ბანკი არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი სურსათის ფასწარმოქმნაზე - პრემიერი

news image

რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას.

„რაც შეეხება ფულის მასას, ამაზე უნდა შევჯერდეთ, ავიღოთ სტატისტიკური მონაცემები და უნდა ვნახოთ, ფულის მასის ზრდა აღემატება თუ არა ეკონომიკის ზრდას და გადავამოწმოთ - თუ არ აღემატება, მაშინ სხვა დასკვნებზე უნდა შევჯერდეთ. რაც შეეხება ინფლაციურ პროცესებს, ეროვნული ბანკი ზოგადად არის პასუხისმგებელი ინფლაციური პროცესების მართვაზე, მაგრამ ვერ იქნება პასუხისმგებელი, კონკრეტულად სურსათის ფასწარმოქმნაზე. სურსათი სხვა თემაა - მოდის კონკრეტული პროდუქტი, რომელიც ღირს პირობითად, ლარი, შემოვიდა საზღვარზე, გაიზარდა ფასნამატი დაედო, საზღვრიდან წამოვიდა, ფასნამატი დაედო, მოხვდა თაროზე, ფასნამატი დაედო, ამას ვერ არეგულირებს ეროვნული ბანკი.

ეროვნული ბანკი არეგულირებს ინფლაციასთან დაკავშირებულ პოლიტიკას რაც შეეხება მოქმედ მენეჯმენტს ეროვნულ ბანკში - დიდი წინააღმდეგობები იყო ამასთან დაკავშირებით, ვიღაცეებს არ უნდოდათ, ჩვენ აგვერჩია ეროვნული ბანკის წევრები, საერთაშორისო დონეზე სუბიექტებს ვგულისხმობ, მაინც ავირჩიეთ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, 2024 წელს ინფლაცია იყო 2%, 2025 წელს ინფლაცია იყო 4%.

შეგიძლიათ, გადახედოთ სამეზობლოს, ევროპას და თუ სადმე იყო ასეთი დაბალი მაჩვენებლები, არის თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევები. ეროვნული ბანკი სათანადოდ უმკლავდებოდა საკუთარ ამოცანას და ინარჩუნებდა სათანადო ზღვრებში ინფლაციას, თუმცა, რაც შეეხება სურსათის ფასებს, ეს ცალკე საკითხია. ფასთწარმოქმნას რაც შეეხება, სურსათის ფასების შემთხვევაში, ეს არის ცალკე ჯაჭვი და ამ ჯაჭვზე ეროვნული ბანკი ვერ იღებს პასუხისმგებლობას. ზოგადი პოლიტიკის სისწორეზე მეტყველებს ის, რომ 2024 წელს ინფლაცია იყო 2% და შარშან იყო 4%“, - განაცხადა პრემიერმა.

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველომ იანვარ-თებერვალში $17.3 ათასის ღირებულების თაფლის ექსპორტი განახორციელა

03.04.2026.19:00

2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველომ ექსპორტზე 17.3 ათასი დოლარის ღირებულების თაფლი გაიტანა და გაყიდა. საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის ორ თვეში საქართველოდან ექსპორტზე 0,4 ტონა თაფლი გავიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 0,5 ტონა. შესაბამისად მიმდინარე სტატისტიკა 20%-იან კლებას აჩვენებს.

საქართველოდან ექსპორტირებული თაფლის დიდი ნაწილი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში გაიყიდა. 
2026 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში წარმოებული თაფლის სულ ორ ბაზარზე გაიყიდა: 

  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 11.4 ათასი დოლარი - 0.2 ტონა;
  • ჰონ-კონგი - 5.8 ათასი დოლარი -  0.1 ტონა;

 

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა