ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია
"ექსპორტზე ორიენტირებული მომსახურების სფეროს განვითარება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტია, როგორც ინვესტიციების მოზიდვის, ისე საექსპორტო პოტენციალის განვითარების თვალსაზრისით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის (BPO) სექტორზე, რომლის საქართველოს ბაზარზე განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში". მისი თქმით, სააგენტო რამდენიმე წლია, რაც ამ სფეროს მხარდაჭერისა და პოპულარიზაციის პოლიტიკას აქტიურად ახორციელებს. „ამ ინდუსტრიის ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი სულ უფრო მზარდია. სხვა ბევრ შესაძლებლობასთან ერთად, ინვესტორებისთვის საინტერესოა სტაბილური ეკონომიკური გარემო და სტრატეგიული ლოკაცია, რასაც საქართველო სთავაზობს," - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.
კიდევ ერთი მიმართულება, რომელზეც მინისტრის მოადგილემ გაამახვილა ყურადღება IT სერვისების სფეროა. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, დღეს საქართველოში 150-ზე მეტი ტექნოლოგიური კომპანია საქმიანობს, ასევე ჩვენს ქვეყანაში შემოვიდნენ პროფესიული სერვისების ექსპორტის განმახორციელებელი გლობალური ტოპ კომპანიები. შედეგად, შეიქმნა რამდენიმე ათასი ახალი სამუშაო ადგილი და რამდენიმე მილიარდიანი საექსპორტო პროდუქცია, რომელსაც საქართველო გლობალურ ბაზრებს აწვდის.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ფაქტორებზე, რის გამოც გლობალურ ბაზრებზე დღეს ეს ორი სფერო განსაკუთრებული მოთხოვნით სარგებლობს. „ესენია, საგადასახადო რეჟიმი, რომელიც ჩვენ საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებს შევთავაზეთ; ასევე კვალიფიციურ კადრებზე ხელმისაწვდომობა; ბიზნესის კეთების სიმარტივის გარემო და მთელი რიგი სხვა პარამეტრები, რომლებიც განაპირობებენ საქართველოს მიმზიდველობას სხვადასხვა ტიპის ინვესტორებისათვის, ამ შემთხვევაში, პროფესიული სერვისებისა და ტექნოლოგიური კომპანიების მოსაზიდად" - განაცხადა ირაკლი ნადარეიშვილმა.
დღის ტოპ 10 სიახლე
ჩვენი მიზანი მაღალხარისხიანი, ხელნაკეთი, ტერუარული ღვინოების წარმოებაა - მეღვინეობა პი • Winery PI
მოსაზრება
ჩვენი ამოცანაა, ბიზნეს სექტორის ინტერესების წარმოდგენა
საჭიროა, ამ დადგენილებების მოდიფიცირება ისეთი გზით, რომ არ დაზიანდეს არც ბიზნესის და არც სახელმწიფოს ინტერესები.
სხვა სიახლეები
08.05.2025.15:53
„ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა საქართველოში - შესაძლებლობები და გამოწვევები“, - ჯანდაცვის მინისტრმა, ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, გამართულ, რიგით მე-19 დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა.
პანელური დისკუსიის მონაწილეებმა, ჯანდაცვის სისტემაში, სადაზღვევო კომპანიების პოტენციური ინტეგრაციაზე, სადაზღვევო სექტორის შესაძლებლობებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.
მიხეილ სარჯველაძემ სექტორში მიმდინარე რეფორმებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მინისტრმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, საქართველოში, ჯანდაცვის სერვისები კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ასევე, საკუთარ გამოსვლაში, უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება პირველადი ჯანდაცვის რეფორმაზე, პაციენტის ინტერესების კიდევ უფრო უზრუნველყოფისთვის, კერძო სექტორთან თანამშრომლობაზე, DRG დაფინანსების მოდელსა და მის მნიშვნელობაზე გაამახვილა. შეხვედრაზე, ასევე, ყურადღება დაეთმო საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე თანაგადახდის შესაძლებლობას.
მიხეილს სარჯველაძის განცხადებით, ფორუმი წარმოადგენს კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და ინოვაციური იდეების სივრცეს.
პანელურ დისკუსიაში, მინისტრთან ერთად, „არდი დაზღვევის“ გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე და სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი მონაწილეობდნენ, რომლებმაც სადაზღვევო სექტორში მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ყველა ამ მიმართულებით სექტორთან და შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.
ღონისძიება ონლაინ მედია-პლატფორმა Business Insider Georgia-ის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ექსპერტებმა და დარგის სპეციალისტებმა მიიღეს.