მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7072.7
0.0045
flag
AZN 1.5958
-0.0012
flag
CNY 37.83
-0.0048
flag
EUR 3.1703
-0.0034
flag
GBP 3.6517
-0.0102
flag
KZT 51.6
-0.0011
flag
TRY 0.0675
0
flag
USD 2.7138
-0.0011

ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია - ირაკლი ნადარეიშვილი

news image
"ექსპორტის მხარდაჭერა და წახალისება საქართველოს მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტია, რაც გამოხატულია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ძალიან კონკრეტულ ინსტრუმენტებში. ესაა საკმაოდ მრავალფეროვანი სერვისები, მათ შორის, ექსპორტზე ორიენტირებული ტრენინგები, ასევე საგრანტო კომპონენტები, რომლებიც ეხმარება ექსპორტიორებს პროდუქციის სერტიფიცირებაში, ბრენდინგში, ახალ ბაზრებზე შესვლის სხვადასხვა მარკეტინგული ღონისძიებების დაფინანსებაში და სხვა. ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია საერთაშორისო სავაჭრო გამოფენებში მონაწილეობა, რასაც სახელმწიფო სხვადასხვა ტიპის ქართველი ექსპორტიორებისთვის აორგანიზებს. საუბარია სურსათზე, ტექსტილსა და სხვადასხვა სახის საექსპორტო მიმართულებაზე," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა. 
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, ქართველი ექსპორტიორები, მთავრობის დახმარებით, წელიწადში 20-მდე გლობალურ გამოფენაში მონაწილეობენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის ახალი ბაზრების, ახალი კონტრაქტების და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდისთვის როგორც ინდივიდუალურად, ასევე ქვეყნის ეკონომიკის ჭრილში. 
ირაკლი ნადარეიშვილის ინფორმაციით, 2024 წლიდან ამოქმედდა დამატებითი კომპონენტი, რომელიც ექსპორტიორ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს, ინდივიდუალურად მიიღონ მონაწილეობა სხვადასხვა გლობალურ გამოფენაში. „დაახლოებით 60-მა კომპანიამ 100-მდე სხვადასხვა გამოფენაში მიიღო მონაწილეობა ამ პერიოდის განმავლობაში. ეს კომპონენტი კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას უხსნის ქართულ კომპანიებს, ახალ საექსპორტო ბაზრებზე თავიანთი ექსპორტის დივერსიფიცირება მოახდინონ," - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 
აღსანიშნავია, რომ ინდივიდუალური „ექსპოგრანტის" პროგრამა ექსპორტის მხარდაჭერის ახალი მექანიზმია, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში" 2024 წლიდან ახორციელებს. პროგრამის ფარგლებში მეწარმეები თავად ირჩევენ მათთვის სასურველ და რელევანტურ საერთაშორისო გამოფენებს. პროგრამის მოწინავე მიმართულებებია: საკვები და სასმელი პროდუქცია, სათამაშოები, საფეიქრო და მოდის ინდუსტრია და IT სექტორი.
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image საქართველო პირველი არა აზიური ქვეყანაა, რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო - საკლირინგო ინსტიტუტი უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით ითანამშრომლებენ

15.07.2025.19:19

საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის უნაღდო გადახდების განვითარების პროექტი ოფიციალურად დაიწყო. სიახლე, ცენტრალურ ბანკებს შორის გაფორმებული ცოდნის გაზიარების პარტნიორული პროგრამის  (Knowledge Partnership Program – KPP) ფარგლებში ხორციელდება და საქართველოში უნაღდო გადახდების განვითარების  ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

2024 წელს აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, ნათია თურნავამ შეხვედრა გამართა კორეის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან, ასევე ხელი მოეწერა სებ-სა და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტს (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) შორის თანამშრომლობის მემორანდუმს.

მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში, პირველ ეტაპზე დაიგეგმა უნაღდო ანგარიშსწორების პროექტის განხორციელება. ამ  მიზნით, საქართველოს ეწვია კორეის ცენტრალური ბანკის და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტის (Korea Financial Telecommunications and Clearings Institute – KFTC) წარმომადგენლობითი დელეგაცია.

ვიზიტის საწყის ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც ოფიციალურად გაფორმდა აღნიშნულ პროექტში პარტნიორობა.

საქართველოს ეროვნული ბანკის მხრიდან დოკუმენტს ხელი მოაწერა სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე გალდავამ.

როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის უნაღდო ანგარიშსწორების განვითარება მეტად მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ახლა მიმდინარეობს დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების სისტემის (RTGS)  განახლების და მყისიერი გადახდების სისტემების დანერგვის პროექტი. მისი შეფასებით, რეგიონალურ მსხვილ ცენტრალურ ბანკებთან თანამშრომლობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია.

აღსანიშნავია, რომ საქართველო არის პირველი არა აზიური ქვეყანა რომელთანაც კორეის ცენტრალური ბანკი და კორეის საფინანსო სატელეკომუნიკაციო და საკლირინგო ინსტიტუტი  უნაღდო გადახდების განვითარების კუთხით თანამშრომლობს.

პროექტი ეფუძნება კორეის ცენტრალური ბანკის წარმატებულ პრაქტიკასა და საერთაშორისო გამოცდილებას გადახდების მოდერნიზაციის მიმართულებით. მისი ძირითადი ამოცანაა ტექნოლოგიური ინოვაციების მხარდაჭერა, მომხმარებელთა ქცევისა და ინფრასტრუქტურული გამოწვევების ანალიზი და ფინანსური ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, განსაკუთრებით რეგიონებში.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები საბანკო და ფინტექ ასოციაციებთან, კომერციულ ბანკებთან, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებთან და ფინტექ კომპანიებთან.

პროექტის მომდევნო ეტაპებზე გათვალისწინებულია დეტალური ანალიზისა და შეფასების ჩატარება, რომელთა საფუძველზეც შემუშავდება რეკომენდაციები შესაბამისი პოლიტიკის, რეგულაციების და ტექნოლოგიური განვითარებისთვის.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს გადახდების სისტემის განვითარებაში, გააუმჯობესებს ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობას, გააძლიერებს გამჭვირვალობას და ხელს შეუწყობს საგადახდო ეკოსისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა