ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით, ხოლო ღირებულება 51%-ით გაიზარდა
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოდან ექსპორტირებულია 803 ტონა დაფნის ფოთოლი, 3.2 მლნ აშშ დოლარის ღირებულებით.
უწყების ცნობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული დაფნის ფოთლის რაოდენობა 60%-ით (301 ტონა), ხოლო ღირებულება 51%-ით (1.1 მლნ აშშ დოლარი) გაიზარდა.
„2021 წლიდან მზარდია დაფნის ფოთლის საექსპორტო ფასიც, რომელმაც 2025 წელს კილოგრამზე 4.2 აშშ დოლარს მიაღწია.
დაფნის ფოთლის ძირითადი საექსპორტო ბაზრებია ჩინეთი (68%) და რუსეთი (22%)“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა
11.03.2026.17:01
1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.1695 ლარი გახდა, ხოლო 1 აშშ დოლარის 2.7300 ლარი.
სებ-ის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის 2.7300 ლარით განისაზღვრა. კურსი, რომელიც დღეს 2.7438 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0138 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი ღირებულება 3.1695 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი
კურსი 3.1924 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0229 ლარი შეადგინა.