მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესი
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ყველა სიახლეტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკა
ფინანსური განათლებასტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველი
საზოგადოებაკიბერუსაფრთხოებავიდეომოსაზრება
პერსონალური ფინანსებიპოდკასტებიედიტორიალიბიზნეს ინთელიჯენსი
ბიზნეს მრჩეველიშაინენერჯიAversi Pharma
flag
AMD 7047.4
-0.0021
flag
AZN 1.5916
-0.0002
flag
CNY 37.693
-0.0032
flag
EUR 3.123
-0.0114
flag
GBP 3.6172
0.0004
flag
KZT 49.81
-0.0001
flag
TRY 0.0667
0
flag
USD 2.7067
-0.0003

ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის - საქსტატი

news image

2025 წლის 6 თვეში ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების 35.9% თბილისზე მოდის. ორი კვარტალის სტატისტიკის მიხედვით, წელს ყველაზე ცოტა ობიექტია მიღებული ექსპლუატაციაში რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში. სწორედ ამ რეგიონზე მოდის მთლიანი მაჩვენებლების 0,5%-ი. 

საქსტატის ინფორმაციით, 2025 წლის იანვარ-ივნისში ექსპლუატაციაში მიღებულ იქნა 1 603.5 ათასი კვ.მ ფართობის (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტით მეტი) 1 540 ობიექტი (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 10.5 პროცენტით ნაკლები). 


ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ორ მესამედზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 35.9 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.6 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 11.0 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 8.7 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე.

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2025 წლის იანვარ-ივნისში გაცემულია 5 424 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.0 პროცენტით ნაკლები) 5 188.4 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.8 პროცენტით ნაკლები). ნებართვების დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 46.1 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 12.3 პროცენტი — ქვემო ქართლის რეგიონზე, 8.5 პროცენტი — კახეთის რეგიონზე და 6.8 პროცენტი — მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე.

 

news banner
გვანცა მახარაძე ავტორი
LIVE

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ეკონომიკა
image ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და საქართველოს 2025 წელს მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურავს - ვახტანგ ცინცაძე

31.07.2025.14:18

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, 2025 წლის პირველ ნახევარში ეკონომიკური აქტივობის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები კი სექტორულ დონეზე საკმაოდ დივერსიფიცირებულია. 

„2025 წლის პირველ ნახევარში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8.3%-ს შეადგენს, აღსანიშნავია რომ ივნისის თვეში ეკონომიკურმა ზრდამ 6.3% შეადგინა. ეკონომიკური ზრდა საკმაოდ დივერსიფიცირებულია და სექტორების მიხედვით ზრდაში მაღალი წვლილი შეიტანა ინფორმაციისა და კომუნიკაციის, დამამუშავებელი მრეწველობის, განათლების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორებში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ", - აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.

ამასთან, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზოგადად, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები, კერძოდ - ექსპორტის 10%-ზე მაღალი ზრდა დაფიქსირდა და მისმა მოცულობამ 640 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ივნისის თვეების რეკორდული მაჩვენებელია. ვახტანგ ცინცაძე ხაზს უსვამს, რომ ასევე რეკორდულია მეორე კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებიც - 1,145.0 მილიონი აშშ. დოლარი. 

ვახტანგ ცინცაძის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის არსებული შედეგების მიღწევა შესაძლებელი გახდა საქართველოს მთავრობის გონივრული და თანმიმდევრული მაკროეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, რომელიც გამოიხატება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის  მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობით და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების უწყვეტ რეჟიმში განხორციელებით. მინისტრის მოადგილე კიდევ ერთ ხელშემწყობ ფაქტორად სტრუქტურულ ეკონომიკურ რეფორმებს ასახელებს.   

„აღნიშნული პოზიტიური ტენდენციების ფონზე არაერთმა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა გადახედა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ზრდის მიმართულებით. კერძოდ, სულ ახლახან საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისთვის 6%-დან 7.2%-მდე გაზარდა. ასევე ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7.4%-მდე გაზარდა. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკური ზრდის არსებული პოზიტიური ტენდენციები შენარჩუნდება და გაძლიერდება წლის ბოლომდე და საქართველო შეძლებს 2025 წლის მაღალი ეკონომიკური ზრდით დახურვას", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა