ენერგოომბუდსმენი ბუნებრივი გაზის დარიცხულ გადასახადებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ენერგოომბუდსმენის სამსახური ბუნებრივი გაზის დარიცხვებზე განცხადებას ავრცელებს: „ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მომართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.
პირველ რიგში, ენერგოომბუდსმენის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.
გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:
• მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა;
• მრიცხველის ტექნიკური დაზიანება;
• კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც, შესაძლოა, გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი;
• ასევე სხვა ფაქტორები, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია.
გაცნობებთ, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.
მომართვის შემთხვევაში:
• დაიწყება საქმის სამართლებრივი შესწავლა;
• შეფასდება დარიცხვის კანონიერება;
• მომხმარებლებს ბუნებრივი გაზის მიწოდება არ შეუწყდებათ სადავო თანხის გადაუხდელობის გამო, დავის დასრულებამდე.
მოგვმართეთ შეტყობინებით ან ოფიციალური საკომუნიკაციო არხების მეშვეობით.
• ქ. თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა №27ბ
• ქ. ქუთაისი, გრიშაშვილის ქუჩა №16
577149912; 591494949; 577222281; 577310073
• ქ. თელავი, ერეკლე მეორის ქუჩა №16
591075031
• ქ. ბათუმი, კლდიაშვილის ქუჩა №10
591 22 88 22
• ცხელი ხაზი (+995 32) 2 42 01 90
ჩვენი მიზანია მომხმარებელთა უფლებების დაცვა და სამართლიანი გადაწყვეტა”, - აღნიშნულია ენერგოომბუდსმენის განცხადებაში.
სხვა სიახლეები
ყოველ დღე იცვლება სანავთობო ბაზარზე ფასები. ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება - ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე საწვავის ფასებზე
30.01.2026.14:14
ყოველ დღე იცვლება სანავთობო ბაზარზე ფასები. ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება, - განაცხადა ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარემ, ვახტანგ იობაშვილმა, საწვავის ფასებთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დაწყებამდე.
მისი თქმით, შეხვედრის შემდეგ უფრო ნათელი გახდება, რა შეიძლება გაკეთდეს საწვავზე ფასების რეგულაციის მხრივ.
„ყოველ დღე იცვლება სანავთობო ბაზარზე ფასები. რა იქნება, რა გამოსავალი იქნება აი, ამას განვსაზღვრავთ. ჩვენ ხომ დამოკიდებული ვართ ყიდვაზე და გაყიდვაზე. ანუ, ჩვენი სექტორი მთლიანობაში არის დამოკიდებული იმპორტირებულ პროდუქტზე, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ ვიცით იმ დღეს რა იქნება. ამიტომ, მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. დღეს მოვისმენთ ყველაფერს და ამის შემდგომ განვსაზღვრავთ ჩვენ რა შეიძლება იყოს და რა არა“, - განაცხადა ვახტანგ იობაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი საწვავის იმპორტიორებს ხვდება.